უკან

დღის კალენდარი

11 ნოემბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 11 ნოემბერი

წლის 316-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 50 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა სერაპიონ ზარზმელისა (900). ღირსი მოწამე ანასტასია რომაელისა (III); ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამისა, ძმისწულისა მისისა (დაახლ. 360); ღირსი ანნასი (826); მოწამეთა: კლავდისა, ასტერისა, ნეონისა და თეოლინასი (285).

დაიბადნენ:

1524 – პიერ დე რონსარი, ფრანგი პოეტი.

1729 – ლუი ანტუან დე ბუჰენვილი, პირველი ფრანგი მეზღვაური, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.

1821 – ფიოდორ დოსტოევსკი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1881 წელს.

1898 – რენე კლერი, ფრანგი კინორეჟისორი, გარდაიცვალა 1962 წელს.

1899 – ალფრედ ჰიჩკოკი, ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი.

1928 – კარლოს ფუენტესი, მექსიკელი მწერალი.

1939 – ბესიკ ხარანაული, პოეტი.

გარდაიცვალნენ:

565 – იუსტინიანე I, ბიზანტიის იმპერატორი.

1884 – ალფრედ ედმუნდ ბრემი, გერმანელი მეცნიერი, „ცხოველთა ცხოვრების“ ექვსტომეულის ავტორი.

1946 – ნიკოლაი ბურდენკო, ცნობილი რუსი ქირურგი.

1983 – არნო ბაბაჯანიანი, კომპოზიტორი.

1986 – ვიაჩესლავ მოლოტოვი, საბჭოთა ეპოქის პარტიული მოღვაწე.

1996 – ვანგა, ბულგარელი წინასწარმეტყველი ქალი.

მოვლენები:

1790 წელი – ინგლისში ჩინეთიდან პირველად ჩაიტანეს ქრიზანთემები.

1905 წელი – დაიწყო სევასტოპოლის გარნიზონის მეზღვაურთა აჯანყება ლეიტენანტ შმიდტის ხელმძღვანელობით.

1919 წელი – დიდ ბრიტანეთში პირველად შესრულდა ორწუთიანი დუმილის რიტუალი ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ.

1925 წელი – ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ლუი არმსტრონგმა თავისი პირველი ფირფიტა ჩაწერა.

1942 წელი – მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა დაიპყრეს სამხრეთ საფრანგეთი.

1965 წელი – როდეზიის (თანამედროვე ზიმბაბვეს) პრემიერ-მინისტრმა იენ სმიტმა ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1975 წელი – პორტუგალიამ დამოუკიდებლობა მიანიჭა ანგოლას.

1987 წელი – ვან გოგის ნახატი „ზამბახები“ რეკორდულ ფასად — 53.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1997 წელი – საქართველოში მიიღეს კანონი „სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ“.

ღირსსახსოვარი დღეები:

მეცნიერებისა და მშვიდობის საერთაშორისო კვირეული.

პოლონეთი — დამოუკიდებლობი დღე.

აშშ — ვეტერანების დღე.

ფინეთი — მამების დღე.

კანადა — მიცვალებულთა ხსოვნის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`