უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

11 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 11 ოქტომბერი

წლის 284-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 81 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დღესასწაული ქუთაისის ღმრთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულთმოქმედი ხატისა (XII);

ღირსისა ხარიტონ აღმსარებლისა (დაახლ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა ( VI ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში (ღირსისა ანტონისა) დავანებულთა.

ღირსი მამა ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ევნო ქრისტეს სახელისათვის ქრისტიანთა ერთ-ერთი დევნის დროს იმპერატორების — გალეროსის, მაქსიმიანესა თუ ლიკინიუსისგან.

წმ. წინასწარმეტყველი ბარუქი იყო მოწაფე, მეგობარი და მწერალი წინასწარმეტყველისა იერემიასი. ის ეგვიპტეში აღესრულა VII საუკუნეში ქრისტეს შობამდე.

წმ. მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, სხვა მარკოზი, ილიოდორე, სტეფანე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა მხარეში ევნენ ქრისტეს რწმენის აღიარებისთვის იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს.

წმ. კეთილმორწმუნე მთავარი ჩეხიისა ვიაჩესლავი იყო შვილიშვილი წმ. მოწამე ლუდმილასი და ღრმა ღვთისმოშიშებით იყო აღზრდილი მის მიერ. მამის გარდაცვალების შემდეგ ის ჩეხიის სამთავროს განაგებდა და ზრუნავდა ხალხის განათლებისთვის ქრისტეს მოძღვრებით.

დაიბადნენ:

1758 – ჰენრიხ ოლბერსი, გერმანელი ასტრონომი, აღმოაჩინა შვიდი კომეტა, რომელთაგან ერთ-ერთი მის სახელს ატარებს, გარდაიცვალა 1840 წელს.

1885 – ფრანსუა მორიაკი, ფრანგი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1952), გარდაიცვალა 1970 წელს.

1902 – ვლადიმერ მიასიშევი, რუსი ავიაკონსტრუქტორი, გარდაიცვალა 1978 წელს.

1923 – ნათელა ურუშაძე, თეატრმცოდნე, პროფესორი.

1932 _ მარინა იაშვილი, მუსიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1937 – ბობი (რობერტ) ჩარლტონი, ინგლისელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი (1966).

გარდაიცვალნენ:

1889 – ჯეიმს პრესკოტ ჯოული, ინგლისელი ფიზიკოსი, დაიბადა 1818 წელს.

1919 – კარლ ადოლფ ჰელერუპი, დანიელი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1917), დაიბადა 1857 წელს.

1963 – ედიტ პიაფი, „პარიზელი ბეღურა“ – ცნობილი ფრანგი მომღერალი, დაიბადა 1915 წელს.

1963 – ჟან კოკტო, ფრანგი პოეტი, მწერალი, თეატრალური მოღვაწე, კინორეჟისორი, დაიბადა 1889 წელს.

მოვლენები:

1737 წელი – ინდოეთის ქ. კალკუტაში მოხდა მიწისძვრა, რის შედეგადაც დაიღუპა 300.000 ადამიანი.

1881 წელი _ დევიდ ჰიუსტონმა ფოტოფირი დააპატენტა.

1864 წელი _ აშშ-ს შტატ მერილენდში გაუქმდა მონობა.

1939 წელი _ ცნობილმა მეცნიერებმა ენრიკო ფერმიმ, ლეო სილარდმა და იუჯინ ვიგნერმა წერილი მიწერეს აშშ-ს პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს იმის შესახებ, რომ ფაშისტურ გერმანიაში მუშაობდნენ ატომური ბომბის შექმნაზე.

1961 წელი _ სემიპალატინსკის პოლიგონზე განხორციელდა მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.

1968 წელი _ აშშ-ში გაუშვეს კოსმოსური ხომალდი „აპოლონ-7”.

1975 წელი _ ბილ კლინტონი და ჰილარი როდჰემი დაქორწინდნენ.

1983 წელი _ აშშ-ში მობილური ტელეფონი გამოიგონეს.

1999 წელი – სტოკჰოლმის სამედიცინო-ქირურგიულმა ინსტიტუტმა ამერიკელ მეცნიერს გიუნტერ ბლობელს მიანიჭა ნობელის პრემია მედიცინის დარგში.

1999 წელი – ბერლინში დაიწყო მუშაობა საპარლამენტო კავშირის კონფერენციამ.

ღირსსახსოვარი დღეები:

პანამა — რევოლუციის დღე.

დასავლეთ სამოა — ეროვნული დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`