უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

11 სექტემბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 11 სექტემბერი

წლის 255-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 111 დღე.

საეკლესიო კალენდარი

თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლისა იოანესი.

მარხვა

წმიდა იოანე წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავის მოკვეთაზე ქრისტეშობიდან 32 წელს მოგვითხრობენ მახარობელნი მათე და მარკოზი.

უფლის ნათლისცემის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი შეიპყრო გალილეის მმართველმა ჰეროდე ანტიპამ, რომელიც იოანემ გარყვნილებაში ამხილა. თავის დაბადების დღეს ჰეროდეს ჰეროდიას ქალიშვილმა ცეკვით თავი მოაწონა. ჰეროდემ შეჰფიცა, რომ რასაც მოინდომებდა ქალიშვილი, ყველაფერს შეუსრულებდა. დედის შთაგონებით სალომეამ ჰეროდეს იოანეს თავი სინზე დადებული მოსთხოვა. ჰეროდე მიცემულ სიტყვას ვეღარ გადავიდა. მისი ბრძანებით წმიდა იოანეს თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1700 – ჯეიმს ტომსონი, შოტლანდიელი პოეტი.

1798 – ფრანც ნიუმენი, გერმანელი ფიზიკოსი.

1862 – ო’ჰენრი (უილიამ სიდნი პორტერი), ამერიკელი მწერალი.

1862 – დავით კლდიაშვილი, გამოჩენილი მწერალი-კლასიკოსი. გარდაიცვალა 1931 წელს.

1877 – ჯეიმზ ჰოპვუდ ჯინსი, ინგლისელი ასტრონომი და ფიზიკოსი, კოსმოგონიური ჰიპოთეზის ავტორი.

1885 – დევიდ ლოურენსი, ინგლისელი მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1971 – ნიკიტა ხრუშჩოვი, სკკპ ცკ–ს ყოფილი პირველი მდივანი.

1910 – ლუი ბუსენარი, ფრანგი მწერალი.

1939 – კონსტანტინ კოროვინი, რუსი ფერმწერი.

მოვლენები:

1832 – პეტერბურგში სასახლის მოედანზე ნაპოლეონზე გამარჯვების ნიშნად ალექსანდრეს სვეტი აიგო. მისი სიმაღლე 47,5 მეტრია და იწონის 650 ტონას.

1873 – პეტერბურგში ოდესის ქუჩაზე პირველად აინთო ელექტროფანრები, მანამდე გამოიყენებოდა ნავთის ლამპიონები.

1933 – ლათინური ამერიკის ქვეყნებმა რიო დე-ჟანეიროში თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი.

1939 – ერაყმა და საუდის არაბეთმა ნაცისტურ გერმანიას ომი გამოუცხადეს.

1971 – ეგვიპტემ კონსტიტუცია მიიღო.

2001 – საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ალ-ყაიდამ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერორისტული აქტები განახორციელა.

ღირსსახსოვარი დღე:

უკრაინა _ 1932-1933 წლებში იძულებითი კოლექტივიზაციის შედეგად შიმშილით დაღუპულთა ხსოვნის დღე. დაიღუპა 8 მილიონი ადამიანი.

ტუნისი _ ბედის საღამო.

ეთიოპია _ ახალი წელი.

ესპანეთი _ კატალონიის დღე.

ჩილე _ ეროვნული თავისუფლების დღე.