უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

11 თებერვალი, 2019 00:00
font-size

დღის კალენდარი _ 11 თებერვალი

წლის 42-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 323 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა აშოტ დიდი კურაპალატისა (829); აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (107); მოწამეთა: რომანოზისა, იაკობისა, ფილოთეოზისა, იპერიქისა, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორისა (297); მოწამეთა: სილოვანე ეპისკოპოსისა, ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნისმკითხველისა (312).

დაიბადნენ:

1380 _ ჯან ფრანჩესკო ბრაჩოლინი, იტალიელი მწერალი, ჰუმანისტი. გარდაიცვალა 1459 წელს.

1657 _ ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1775 წელს.

1839 _ უილარდ გიბსი, ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, თერმოდინამიკისა და სტატისტიკური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1903 წელს.

1847 _ ტომას ედისონი, ამერიკელი ელექტროტექნიკოსი და გამომგონებელი. გარდაიცვალა 1931 წელს.

1895 _ ალექსანდრა ჯაფარიძე, პირველი ქართველი მთასვლელი ქალი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1903 _ ვიქტორ გაბესკირია, პოეტი და დრამატურგი. გარდაიცვალა 1964 წელს.

1906 _ ნინო დოლიძე, მწერალი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1911 _ ქეთევან ლომთათიძე, ენათმეცნიერი, ქართველურ და იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი.

1918 _ ალექსანდრ სოლჟენიცინი, ცნობილი რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1936 _ ბაჩანა ბრეგვაძე, მწერალი, ფილოსოფოსი.

1940 _ ვახტანგ ჯაფარიძე, არქეოლოგი.

გარდაიცვალნენ:

1650 _ რენე დეკარტი, ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ფიზიოლოგი.

1799 _ ლაძარო სპალანცანი, იტალიელი ბუნებისმეტყველი.

1879 _ ონორე დომიე, ფრანგი გრაფიკოსი, ფერმწერი და მოქანდაკე.

1948 _ სერგეი ეიზენშტეინი, კინორეჟისორი და კინოს თეორეტიკოსი.

მოვლენები:

1809 _ რობერტ ფულტონმა დააპატენტა ორთქლით მავალი გემი.

1818 _ ჩილემ გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1878 _ დიდი ბრიტანეთში მეტეოროლოგიურმა სამსახურმა პირველად გადასცა კვირის ამინდის პროგნოზი.

1929 _ იტალიის ფაშისტურ ხელისუფლებასა და ვატიკანს შორის მიღებული შეთანხმების საფუძველზე, რომის ტერიტორიაზე მდებარე ვატიკანი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარეს.

1945 _ დასრულდა სამი სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი) მთავრობათა მეთაურების ყირიმის კონფერენცია, სადაც მიღწეულ იქნა ომისშემდგომი ევროპის განახლების გეგმა.

1970 _ გაუშვეს პირველი იაპონური ხელოვნური თანამგზავრი `ოსუმი”.

1979 _ ირანში ისლამურმა რევოლუციამ დაამხო შაჰის რეჟიმი.

1990 _ 27 წლის პატიმრობის შემდეგ ნელსონ მანდელა გაათავისუფლეს. დაიწყო აპარტეიდის
პოლიტიკური სისტემის ნგრევა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ავადმყოფის მსოფლიო დღე.

ლიბერია – შეიარაღებული ძალების დღე.

კამერუნი — ახალგაზრდობის დღე.

ირანი — ისლამური რევოლუციის დღე.