უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

12 აგვისტო, 2017 08:53
font-size

დღის კალენდარი - 12 აგვისტო

წლის 224-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 141 დღე.

საეკლესიო კალენდარი

აღმსარებლისა ცოტნესი, საქართველოსთვის თავდადებულისა (დადიანი, XIII); 70-თაგანთა მოციქულთა: შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, ეპენეტოსი და ანდრონიკესი (I); მოწამისა იოანე მხედრისა (IV); მოწამეთა: პოლიქრონისა, ბაბილონელი ეპისკოპოსისა, პარმენ, ელიმე და ქრისოტელ ხუცესთა, ლუკა და მუკო დიაკონთა, აბდონი და სენისი სპარსეთის მთავართა და მოწამეთა ოლიმპისა და მაქსიმესი (დაახლ. 251); მღვდელმოწამისა ვალენტინე (უალენტინე) ესპიკოპოსისა და სამთა მოწაფეთა მისთა მოწაფეთა: პროკულისა, ეფიბისა და აპოლონისა და მართლისა აბუნდისა (დაახლ. 273).

დაიბადნენ:

1827 _ გიორგი ქართველიშვილი, ქველმოქმედი, მეცენატი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1901 წელს.

1887 _ ერვინ შრედინგერი, ავსტრიელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1961 წელს.

1904 – ალექსეი რომანოვი, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ერთადერთი ვაჟიშვილი. ბოლშევიკებმა ოჯახთან ერთად დახვრიტეს 1918 წელს.

გარდაიცვალნენ:

1827 – რობერტ ბერნსი, შოტლანდიელი პოეტი.

1827 – უილიამ ბლეიკი, ინგლისელი პოეტი.

1848 – ჯორჯ სტეფენსონი, ორთქლმავლის გამომგონებელი.

1900 – ვილჰელმ სტეინიცი, მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონი ჭადრაკში.

1921 – პიოტრ ბობორიკინი, რუსი მწერალი, რომელმაც ხმარებაში შემოიღო სიტყვა „ინტელიგენტი“.

1955 – თომას მანი, დიდი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1121 _ გაიმართა დიდგორის ბრძოლა ქართველებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. დავით აღმაშენებელმა სასტიკად დაამარცხა თურქთა კოალიციური ლაშქარი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

1492 წელი — ქრისტოფერ კოლუმბმა აღმოაჩინა კანარის კუნძულები.

1851 წელი – ამერიკელმა ისააკ ზინგერმა დააპატენტა ფეხის საკერავი მანქანა.

1877 წელი – ამერიკელმა თომას ედისონმა მექანიკური ხერხით პირველად ჩაიწერა მელოდია.

1914 წელი – დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ავსტრია-უნგრეთს.

1928 წელი – ამსტერდამში დასრულდა IX ოლიმპიური თამაშები.

1972 წელი – ამერიკის ჯარებმა დატოვეს ვიეტნამი.

2000 წელი – ბარენცის ზღვაში კატასტროფა განიცადა რუსეთის წყალქვეშა ატომური ფლოტილიის ფლაგმანი „კურსკი“. დაიღუპა 118 მეზღვაური.

ღირსსახსოვარი დღეები

მასაჩუსეტი _ ინდიელის დღე.

ჩრდ. ირლანდია _ ორანჟისტების დღე

ზამბია _ ახალგაზრდობის დღე.

ტაილანდი _ დედოფლის დაბადების დღე.

კუბა — სახალხო გამარჯვების დღე.

ზიმბაბვე — არმიის დღე.