უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

12 დეკემბერი, 2019 10:35
font-size

დღის კალენდარი - 12 დეკემბერი

წლის 347-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 19 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა (VI); მოწამე პარამონისა და მისთანა 370 მოწამეთა (259); მოწამე ფილუმენისა (დაახლ. 274); ღირსი აკაკი სინაელისა (VI).

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს, ნეკრესის ეპისკოპოსი მიეკუთვნება ცამეტ სირიელ მამათა რიცხვს, რომელნიც VI საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით და საფუძველი ჩაუყარეს ქართული ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტს. ქართლის მეფის ფარსმან მეექვსისა და კათალიკოსის ევლავის თხოვნით წმიდა აბიბოსმა ეპისკოპოსის ღირსება მიიღო და ნეკრესის კათედრა ჩაიბარა.

იმ ხანებში კახეთი სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი, რომლებიც ცდილობდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობა დაემკვიდრებინათ. ქრისტიანთათვის ამ მძიმე დროს ეპისკოპოსი აბიბოსი წმიდა ჯვარით დადიოდა ქალაქებსა თუ სოფლებში და მრავალი სპარსელი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
სპარსელმა მარზაპანმა ბრძანა შეეპყროთ იგი და მასთან მიეყვანათ. წმიდანმა უარი განაცხადა მაზდეანობის მიღებაზე და უშიშრად ამხილა ცეცხლთაყვანისმცემლობა. განრისხებული მარზაპანის ბრძანებით, აბიბოს ნეკრესელი სასტიკად ჰგვემეს და შემდეგ ქვებით ჩაქოლეს. სამთავისის სავანის ძმებმა პატივით გადაასვენეს მღვდელმთავრის წმიდა ნაწილები და თავიანთ მონასტერში მიაბარეს მიწას.

მოგვიანებით, აბიბო ნეკრესელის წმიდა ნაწილები, რომლებიც მრავალრიცხოვანი სასწაულებრივი კურნებით განიდიდა, ქართლის მთავარ სტეფანოზის დროს, კათალიკოს თაბორის ლოცვა-კურთხევით, სამთავისის სავანიდან მცხეთის სამთავროს საკათედრო ტაძარში გადმოასვენეს და საყდრის ქვეშ დაკრძალეს.

წმიდა მღვდელმოწამე პარამონი და მასთან ერთად 370 წამებული იმპერატორ დეკიოსის დროს ევნენ ქრისტეს სახელისათვის. ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთის მხარეთა განმგებელმა აქვიანემ საპყრობილეში ჩააგდო 370 მართლმორწმუნე, რომელთაგან იგი ქრისტესაგან განდგომას მოითხოვდა. წმიდა პარამონმა, ქრისტიანთა ტანჯვა-წამების ხილვაზე საჯაროდ ამხილა განმგებლის სისასტიკე და თვითონაც აღიარა თავისი რწმენა უფალ იესო ქრისტესი. წმიდა პარამონს 370 მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1731 _ ერაზმ დარვინი, ინგლისელი ნატურალისტი, ექიმი, პოეტი. გარდაიცვალა 1802 წელს.

1755 _ იოანე მუხრანბატონი, ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი. 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში მეთაურობდა ქართლ-კახეთის ლაშქრის ერთ ნაწილს. გარდაიცვალა 1801 წელს.

1777 _ ალექსანდრ I, რუსეთის იმპერატორი. გარდაიცვალა 1825 წელს.

1791 _ მარია ლუიზა, ნაპოლეონ I-ის მეორე ცოლი, ავსტრიის იმპერატორის ფრანც I-ის ასული, საფრანგეთის დედოფლის მარი ანტუანეტას ნათესავი.

1821 _ გუსტავ ფლობერი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1880 წელს.

1863 _ ედვარდ მუნკი, ნორვეგიელი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1944 წელს.

1866 _ ალფრედ ვერნერი, შვეიცარიელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1919 წელს.

1881 _ გარი უორნერი, კინოკომპანია `ჭარნერ Bროტჰერს Pიცტურეს” შემქმნელი და მისი პირველი პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1958 წელს.

1890 _ კაზიმირ აიდუკევიჩი, პოლონელი ფილოსოფოსი და ლოგიკოსი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1892 _ ნესტორ მალაზონია, პოეტი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1921 _ ნელი ალექსიძე, მოქანდაკე.

გარდაიცვალნენ:

1766 _ იოჰან კრისტოფ გოტშედი, გერმანელი მწერალი.

1877 _ ჟოზე მარტინიანუ ალენკარი, ბრაზილიელი მწერალი.

1889 _ რობერტ ბრაუნინგი, ინგლისელი პოეტი.

1949 _ შარლ დიულენი, ფრანგი რეჟისორი, მსახიობი. 1922 წელს პარიზში რეჟისორ ვასო ყუშიტაშვილთან ერთად დაარსა თეატრი `ატელიე”.

1953 _ ავქსენტი მეგრელიძე, ცნობილი ლოტბარი.

მოვლენები:

1901 _ იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონიმ პირველი ტრანსატლანტიკური რადიოკავშირი განახორციელა.

1913 _ ფლორენციის ხელისუფლებამ განაცხადა 1911 წელს ლუვრიდან გატაცებული ლეონარდო და ვინჩის სურათის `მონა ლიზას” პოვნის შესახებ, რომელიც მეორე დღესვე ლუვრს დაუბრუნდა.

1915 _ გერმანიაში განხორციელდა პირველი მეტალისკორპუსიანი თვითმფრინავის (იუნკერსი) საცდელი გაფრენა.

1917 _ უდიდესი სარკინიგზო კატასტროფა: საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და დაიღუპა 543 მგზავრი.

1948 _ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა სამხრეთ კორეის მთავრობის კანონიერება და რეკომენდაცია გასცა ქვეყნიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ.

1955 _ ბრიტანელმა ინჟინერმა კრისტოფერ კოქერელმა დააპატენტა პირველი ჰაერის ბალიშებიანი ხომალდი.

1963 _ გამოცხადდა კენიის დამოუკიდებლობა.

1972 _ მთვარის ზედაპირზე დაჯდა ამერიკული კოსმოსური აპარატი `აპოლონ-17”.

1987 _ საბჭოთა კავშირში გაუშვეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი `კოსმოს-1900”, რომელიც აღჭურვილი იყო ატომური ენერგეტიკული დანადგარით.

ღირსსახსოვარი დღეები:

კენია — დამოუკიდებლობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე