უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

12 იანვარი, 2018 00:00
font-size

დღის კალენდარი _ 12 იანვარი

წლის მე-12 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 353 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მართალი იოსებ დამწვინდველი, დავით მეფე, ფსალმუნთა მთქმელი, და იაკობ, ძმა უფლისა

ხსენება წმიდა მოწამის ანუსია ქალწულისა; წმიდა მღვდელმოწამე ზოტიკე ხუცისა, ობოლთა აღმზრდელისა; 70-თაგან წმიდა მოციქულის ტიმონისა; წმიდა მოწამის ფილერეტ ნიკომიდიელისა; ღირს დედათა: თეოდორა კესარიელისა და თეოდორა კონსტანტინეპოლელისა.

წმიდა მოწამე ანუსია ქალწული ქალაქ თესალონიკში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის მაქსიმიანეს დროს. ქრისტიანული რწმენისთვის ის სიკვდილით დასაჯეს.

წმიდა მღვდელმოწამე ზოტიკე, ობოლთა აღმზრდელი, თავიდან წარჩინებული რომაელი მოქალაქე იყო და იმპერატორის კონსტანტინე დიდის სასახლის კარზე მსახურობდა. მალე მან დატოვა საერო ცხოვრება და თავის სახლში თავშესაფარი მოაწყო გაჭირვებულთათვის. როცა საიმპერატორო ტახტზე კონსტანტინე დიდი მისმა ძემ კონსტანტიმ შეცვალა, რომელიც პრიოსის მწვალებლობის მიმდევართ მფარველობდა, არ მოიწონა ზოტიკეს ღვაწლი და ამის გამო სატანჯველს სწია.

70-თაგან წმიდა მოციქული ტიმონი განეკუთვნება იერუსალიმის ტაძრის შვიდ დიაკვანთა რიცხვს, რომელნიც თვით უმთავრეს წმიდა მოციქულთა მიერ იყვნენ დადგინებულნი ქრისტიანი ქვრივებისა და ღარიბ-გლახაკთა დასახმარებლად.

ღირსი დედა თეოდორა კესარიელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და რომაელი პატრიცის თეოფილესი და მისი მეუღლის თეოდორას ასული იყო. როცა ის წამოიზარდა, დედამ წმიდა ანას მონასტერში მიიყვანა.
ხატთმბრძოლმა იმპერატორმა ლევ ისავრიელმა გადაწყვიტა თავის ერთ-ერთ წარჩინებულზე დაექორწინებინა თეოდორა ქალწული, რომელიც ძალით წამოიყვანეს მონასტრიდან კონსტანტინოპოლში, სადაც უკვე ყველაფერი მოემზადებინათ ქორწილისთვის, მაგრამ საქორწინო ნადიმის დროს დედაქალაქს სკვითების ლაშქარი შემოესია და წმიდა თეოდორას საქმრო ბრძოლაში დაიღუპა. წმიდა ქალწულმა ისარგებლა არეულობით და სასახლიდან გაიპარა. იგი თავის სავანეს დაუბრუნდა და მონაზვნად აღიკვეცა.

დაიბადნენ:

1628 — შარლ პერო, ფრანგი მეზღაპრე. გარდაიცვალა 1703 წელს.

1867 — ჯეკ ლონდონი, ცნობილი ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1887 _ მიხეილ შუხაევი, მხატვარი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. Gგარდაიცვალა 1973 წელს.

1897 _ მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილი, ფილოლოგი. გარდაიცვალა 1958 წელს.

1905 — შალვა რადიანი, კრიტიკოსი, პროფესორი. გარდაიცვალა 1977 წელს.

1926 — ლევან ცუცქირიძე, მხატვარი, პროფესორი.

1929 — გურამ საღარაძე, მსახიობი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 2013 წელს.

1937 — მიხეილ მესხი, ცნობილი ფეხბურთელი. გარდაიცვალა 1995 წელს.

გარდაიცვალნენ:

1976 — აგატა კრისტი, გამოჩენილი ინგლისელი მწერალი.

1977 — ანრი კლუზო, ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი.

1991 — ვასკო პრატოლინი, იტალიელი მწერალი.

მოვლენები:

1768 წელი — ეკატერინე II-ის ბრძანებით დაიბეჭდა პირველი ასიგნაცია — ქაღალდის ფული.

1793 წელი — დასრულდა პეტერბურგის კონვენცია (პოლონეთის მეორე გაყოფა).

1899 წელი — საზეიმოდ გაიხსნა სატელეფონო კავშირი პეტერბურგსა და მოსკოვს შორის.

1991 წელი — აშშ-ს კონგრესზე გადაწყდა, გამოეყენებინათ სამხედრო ძალები ქუვეიტიდან ერაყის სამხედრო ძალების გამოსაყვანად.

1992 წელი — რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ შავი ზღვის ფლოტის გაყოფაზე.

ღირსსახსოვარი დღეები:

რუსეთის ფედერაცია — პროკურატურის მუშაკთა დღე.

თურქმენეთი — ხსოვნის დღე.

ტანზანია — ზანზიბარის რევოლუციის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`