უკან

დღის კალენდარი

12 ივლისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 12 ივლისი

წლის 184-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 182 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდათა დიდებულთა ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა – პეტრესი და პავლესი.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებში მოწაფეთაგან მხოლოდ თორმეტი ამოირჩია ღმრთის სიტყვის საქადაგებლად.

მათ შორის მოციქულმა პეტრემ, თავდადებისთვის პირველობა მიიღო და წილად ერგო უფლის სიტყვა ექადაგებინა. პეტრე და იოანე მოციქულები ერთად დადიოდნენ ტაძარში სალოცავად და უფლის სიტყვას ქადაგებდნენ. მათ ბევრი ავადმყოფი განკურნეს და ამის შემხედვარე ბევრმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. მან თავისი სული მსხვერპლად შესწირა ქრისტეს სამწყსოს და თავისი მოციქულობა მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა.

წმიდა პავლე მოციქულ ბარნაბასთან ერთად ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და უფლის სიტყვას ქადაგებდა. მან ბევრი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მოსახლეობა ქრისტეს მორწმუნედ და უარმყოფლად იყოფოდა. უარმყოფელებს უნდოდათ ქვებით ჩაექოლათ პავლე და ბარნაბა. მათ ეს შეიტყვეს და ლისტრაში გაიქცნენ. ამ ქალაქში დაბადებიდანვე დავრდომილი, ფეხებმოწყვეტილი კაცი ცხოვრობდა, რომელიც გულისყურით უსმენდა პავლეს საუბარს. წმიდანმა განკურნა ავადმყოფი და მან სიარული დაიწყო. იმ დროს ანტიოქიიდან, იკონიიდან ჩავიდნენ იუდეველები, რომლებმაც ხალხი გააბრიყვეს და ქვებით ჩააქოლინეს პავლე, რომელიც მკვდარი ეგონათ და ქალაქიდან გაათრიეს. როცა ჩაქოლილს მოწაფეები შემოეხვივნენ, იგი წამოდგა და ქალაქში შევიდა. კიდევ უფრო ირწმუნა ხალხმა სასწაული.

დაიბადნენ:

1817 – ჰენრი ტორო, ამერიკელი მწერალი, ტრანსცენდენტალიზმის წარმომადგენელი. გარდაიცვალა 1862 წელს.

1854 – ჯორჯ ისტმენი, გამომგონებელი და „კოდაკის“ ფოტოაპარატის შემქმნელი. გარდაიცვალა 1932 წელს.

1884 _ ამადეო მოდილიანი, იტალიელი ფერმწერი და მოქანდაკე. გარდაიცვალა 1920 წელს.

1888 _ სანდრო შანშიაშვილი, პოეტი-დრამატურგი. გარდაიცვალა 1979 წელს.

1904 – პაბლო ნერუდა, ჩილელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1907 _ პეტრე (პიერ) კობახიძე, ცნობილი მსახიობი. გარდაიცვალა 1963 წელს.

1927 _ თენგიზ მუშკუდიანი, ცნობილი მომღერალი.

1939 _ ირაკლი კვირიკაძე, კინორეჟისორი.

1942 _ გიორგი ხარაბაძე, მსახიობი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1960 _ გია თორთლაძე, მთამსვლელი, არქეოლოგი. მან ორჯერ დალაშქრა ჯომოლუნგმა (ევერესტი).

გარდაიცვალნენ:

1804 – ალექსანდრე ჰამილტონი, აშშ-ს ფინანსთა პირველი მინისტრი.

მოვლენები:

1920 წელი – აშშ-ს პრეზიდენტმა ვილსონმა გახსნა პანამის არხი.

1941 წელი – მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთ-ინგლისს შორის ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების შეთანხმებას გერმანიის წინააღმდეგ.

1979 წელი _ კირიბატის რესპუბლიკამ მიიღო დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

სან-ტომე და პრინციპე — დამოუკიდებლობის დღე

ტანზანია — რევოლუციის დღე

კირიბატი — დამოუკიდებლობის დღე