უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

12 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 12 ნოემბერი

წლის 317-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 49 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა იოთამისა, მეფისათვის თავდადებულისა (ზედგენიძე, 1465); მღვდელმოწამისა ზინობისა, ეგეას ეპისკოპოსისა, და დისა მისისა მოწამისა ზინობიასი (285); მოციქულთა: ტერტისა, მარკოზისა, იუსტისა და არტემისა, 70-თაგანთა (I); მღვდელმოწამისა მარკიანესი (მარკელესი), სიცილიელი ეპისკოპოსისა (II); მოწამისა ევტროპიასი (დაახლ. 250); მოწამისა ანასტასია თესალონიკელისა (III).

დაიბადნენ:

ძვ.წ. 4 _ ლუციუს ანეუს სენეკა, რომაელი ფილოსოფოსი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა ახ.წლის 65 წელს.

1615 _ რიჩარდ ბაქსტერი, ინგლისელი მქადაგებელი და ღვთისმეტყველი, გარდაიცვალა 1692 წელს.

1833 _ ალექსანდრ ბოროდინი, რუსი კომპოზიტორი, ქიმიკოსი, გარდაიცვალა 1887 წელს.

1840 _ რენე ფრანსუა ოგიუსტ როდენი, ფრანგი მოქანდაკე, გარდაიცვალა 1917 წელს.

1862 _ მიხეილ გედევანიშვილი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1922 წელს.

1906 _ მამია კომახიძე, გამოჩენილი ქირურგი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1980 წელს.

გარდაიცვალნენ:

1680 _ ჯოვანი ლორენცო ბერნინი, იტალიელი არქიტექტორი, მოქანდაკე და ფერმწერი, დაიბადა 1598 წელს.

1916 _ პერსივალ ლოუელი, ამერიკელი ასტრონომი, დაიბადა 1857 წელს.

1944 _ ნიკოლოზ მახვილაძე, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

1959 _ ბორის ვიანი, ფრანგი მწერალი და დრამატურგი, დაიბადა 1920 წელს.

1959 _ გიორგი გოცირიძე, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მოვლენები:

1868 წელი _ ქრისტოფერ შოულზმა საბეჭდი მანქანა დააპატენტა.

1915 წელი _ თეოდორ რიჩარდი პირველი ამერიკელი გახდა, რომელსაც ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

1918 წელი _ ავსტრია რესპუბლიკად გამოცხადდა.

1971 წელი _ რიჩარდ ნიქსონმა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დროებით მოხდა ფასებისა და ხელფასის `გაყინვა”.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`