უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


დღის კალენდარი

12 ოქტომბერი, 2017 09:15
font-size

დღის კალენდარი - 12 ოქტომბერი

წლის 285-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 80 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ონოფრე (ონისი ფორე) გარეჯელისა, სასწაულმოქმედისა (1786); ღირსისა კვირიაკოზ განშორებულისა (556); მოწამეთა: დადასი, სპარსთა მეფის შაბურის ძისა, გავედაისი და დისა მისისა კაზდოიასი (IV); ღირსისა თეოფანე მოწყალისა.

დაიბადნენ:

1537 _ ედუარდ VI‚ ინგლისის მეფე, ტიუდორთა დინასტიის წარმომადგენელი.

1798 _ პედრუ I‚ ბრაზილიის იმპერატორი.

1896 _ ეუჯენიო მონტალე‚ იტალიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1906 _ გიორგი ხუნდაძე‚ ცნობილი ქართველი ქირურგი.

1923 _ ნოდარ ყიფშიძე‚ ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1935 _ ლუჩანო პავაროტი‚ გამოჩენილი იტალიელი ოპერის მომღერალი. Gგარდაიცვალა 2008 წელს.

გარდაიცვალნენ:

1896 _ ნიკოლოზ დადიანი‚ ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

მოვლენები:

1492 წელი – ქრისტოფერ კოლუმბი მიადგა ბაჰამის კუნძულებს, რომელიც მას აზია ეგონა.

1860 წელი – ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარებმა დაიპყრეს პეკინი.

1931 წელი – ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია კალენდრის რეფორმის შესახებ.

1960 წელი – ნიკიტა ხრუშჩოვმა ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე აბრახუნა იუნესკოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

1968 წელი – გვინეამ დამოუკიდებლობა მიიღო.

1968 წელი – ნორმა ენრიკო ბაზილიო სატელო პირველი ქალია, რომელმაც ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო.

1972 წელი – „მარინერ-9“-მ მარსის ჩრდილოეთ პოლუსის სურათები გადაიღო.

1984 წელი – I.ღ.A.-მ სასტუმროში ბომბი ააფეთქა, სადაც მარგარეტ ტეთჩერი იმყოფებოდა. აფეთქებამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1988 წელი – ისრაელმა და ჩინეთმა სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე