უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

12 სექტემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _12 სექტემბერი

წლის 256-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 110 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმთავართა: ალექსანდრესი (340), იოანესი და პავლე ახლისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქთა; ღირსისა ქრისტეფორე რომაელისა (VI); ღირსისა ფანტინე სასწაულმოქმედისა თესალონიკელისა (IX-X); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა კეთილმორწმუნისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (1724), სერბელ მღვდელმთავართა: საბა I-ისა (1237), არსენი I-ისა (1266), საბა II-სი (1269), ევსტათი I-სა (დაახლ. 1285), იაკობისა (1292), ნიკოდიმისა (1325) და დანიელისა (1338), მთავარეპისკოპოსთა; იოანიკე II (1354), ეფრემ II (1359-ის შემდეგ), სპირიდონ (1388), მაკარი (1574) და გაბრიელ I (1659) პატრიარქთა, და გრიგილ ეპისკოპოსისა. წმიდა ილია მართლის მკვლელობის დღე (30.VIII.1907).

წმიდა ალექსანდრე, იოანე და პავლე კონსტანტინეპოლის პატრიარქები იყვნენ, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და წარმართებს ებრძოდნენ. მათ მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

ღირსი ქრისტეფორე პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად წმიდა თეოდოსის სახელობის მონასტერში ბერად შედგა. შემდეგ წმიდანი მონასტრიდან სინას მთაზე წავიდა, სადაც 50 წელიწადს მოღვაწეობდა.

ღირსი ფანტინე დაიბადა კალაბრიაში. 8 წლის ასაკში იგი მონასტერში მიაბარეს და ბავშვობიდან ქრისტეს წმიდა ღვაწლს ეზიარა. ახალგაზრდობაში უდაბნოში გავიდა, ხშირად ოცი დღის განმავლობაში არაფერს ჭამდა. ასე იცხოვრა 60 წელიწადი. სიცოცხლის ბოლოს თავის მოწაფეებთან ერთად პელოპონესში წავიდა. წმიდა ფანტინე ღრმა მოხუცებული მშვიდად გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1494 – ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე ვალუას დინასტიიდან.

1818 _ პეტრე ბაგრატიონი, მეცნიერი, ქიმიკოსი, ინჟინერი. გარდაიცვალა 1876 წელს.

1880 – კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, კომპოზიტორი, დირიჟორი. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის „დიდების“ ავტორი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1897 – ირენ ჟოლიო-კიური, ფრანგი ფიზიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1906 – დმიტრი შოსტაკოვიჩი, რუსი კომპოზიტორი.

1925 – თეიმურაზ ღიბრაძე, ექიმი-მორფოლოგი, პროფესორი.

1933 – გურამ თიკანაძე, მთამსვლელი, ფოტოხელოვანი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1935 – ირაკლი ონოფრიშვილი, კინოოპერატორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

1944 – ვლადიმირ სპივაკოვი, მევიოლინე, ანსამბლ „მოსკოველი ვირტუოზების“ ხელმძღვანელი.

გარდაიცვალნენ:

1733 – ფრანსუა კუპერენი, ფრანგი კომპოზიტორი.

1981 – ეუჯენიო მონტალე, იტალიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1683 წელი — ვენის მახლობლად გამართულ კალენბერგის ბრძოლაში ავსტრიის ჯარებმა დაამარცხეს თურქები, რომლებსაც დედაქალაქი ალყაში ჰქონდათ მოქცეული.

1722 წელი – რუსეთის ჯარებმა პეტრე პირველის მეთაურობით დაიკავეს ბაქო და დერბენდი.

1740 წელი – რამდენიმეწლიანი მიმოწერის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ ვოლტერი და ფრიდრიხ დიდი.

1878 წელი – ლონდონში ტემზის სანაპიროზე დადგეს კლეოპატრას ობელისკი.

1910 წელი – გაიმართა გუსტავ მალერის მერვე სიმფონიის პრემიერა, რომელშიც 1028 მუსიკოსი მონაწილეობდა.

1934 წელი – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სსრკ-ს წინააღმდეგ თანამშრომლობის შესახებ.

1949 წელი – დასავლეთ გერმანიაში პრეზიდენტად აირჩიეს თეოდორ ჰეისი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კონრად ადენაუერი.

1961 წელი – ამერიკელმა მფრინავმა ჯოზეფ უოკერმა თავისი თვითმფრინავით „X-15“-ით 34 840 მ სიმაღლეს მიაღწია.

1970 წელი – საბჭოთა ავტომატურმა სადგურმა „ლუნა-16“-მა დედამიწაზე მთვარის გრუნტი ჩამოიტანა.

1970 წელი – პირველი `კონკორდი~ ჰიტროუს აეროპორტში დაფრინდა.

1974 წელი – სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე.

1980 წელი – გენერალი ქენან ევრენი სათავეში ჩაუდგა სამხედრო გადატრიალებას თურქეთში.

1987 წელი – ეთიოპიაში კონსტიტუცია მიიღეს.

1989 წელი – პოლონეთში მუშაობას შეუდგა ახალი მთავრობა, რომლის უმრავლესობას „სოლიდარობის“ პროფკავშირის წარმომადგენლები შეადგენდნენ.

1990 წელი – აშშ-მ, ინგლისმა, საფრანგეთმა, სსრკ-მ, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის გაერთიანების შესახებ.

ღირსსახსოვარი დღე:

ეთიოპია _ რევოლუციის დღე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`