უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

12 თებერვალი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 12 თებერვალი

წლის 43-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 322 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრება მსოფლიოთა მოძღვართა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმერთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა (XI); მღვდელმოწამისა იპოლიტესი, რომის პაპისა; და მისთანა მოწამეთა; კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა: ფელიქსისა, მაქსიმესი, ჰერკულიოსისა, ვენერიოსისა, სტირაკიოსისა, მინასი, კომოდოსისა, ჰერმისა, მავროსისა, ევსებისა, რუსტიკიოსისა, მონაგრიოსისა, ამანდინოსისა, ოლიმპიოსისა, კვიპროსისა, თეოდორე ტრიბუნისა, მაქსიმე ხუცისა, არქელაოს დიაკონისა, კვირიაკე ეპისკოპოსისა და მაქსიმესი სხვა ხუცისა (III) მოწამისა თეოფილე ახლისა (780-802); კეთილმსახურისა პეტრესი, ბულგარეთის მეფისა (967); მღვდელმოწამისა ვარსიმე ედესელი ეპისკოპოსისა, აღმსარებლისა (114); ახალმოწამისა თეოდორე მიტილენელისა, ათონელისა (1784); დიდმოწამე გიორგის მიერ კუნძულ ზაკინთოსზე მოხდენილი სასწაულისა (XVII); კუნძულ ტინოსზე ევანგელისტრიას („კეთილმაუწყებელი“) წმიდა ხატის პოვნისა (1823).

კრება წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინეპოლში დიდხანს კამათობდნენ იმის შესახებ, თუ ვისთვის უნდა მიენიჭებინათ პირველობა ამ სამ წმიდა მღვდელმთავართაგან. ნაწილი მორწმუნეებისა წმიდა მღვდელმთავარ ბასილ დიდს განადიდებდა, სხვანი გრიგოლ ღვთისმეტყველს ანიჭებდნენ უპირატესობას. მესამენი კი მღვდელმთავარ იოანე ოქროპირს აყენებდნენ პირველ ადგილას.

ღვთის ნებით, 1084 წელს ევქაისტის მიტროპოლიტ იოანეს სამივე მღვდელმთავარი გამოეცხადა. მათ აუწყეს მას, ჩვენ თანასწორნი ვართ ღვთის წინაშეო. წმიდა მღვდელმთავრებმა უბრძანეს მიტროპოლიტს შეეწყვიტა დავა, ბოლო მოეღო განხეთქილებისათვის და მათი ხსენების საერთო დღესასწაული დაეწესებინა.

მღვდელმოწამე იპოლიტე, მოწამეები: კენსორინე, საბიანე, ქრისია ქალწული და მათთან ერთად სხვა 20 მოწამე III საუკუნეში ევნენ.

წმიდა მოწამე თეოფილე ახალი დაიბადა და აღიზარდა კონსტანტინეპოლში. იგი იყო საბერძნეთის ლაშქრის მხედართმთავარი და სენატორი. საბერძნეთის მტრებთან, სარკინოზებთან ომის დროს წმიდა თეოფილე ტყვედ ჩაიგდეს. არაბები ქრისტესაგან განდგომასა და მაჰმადის რჯულზე მიქცევას აიძულებდნენ მას, მაგრამ წმიდანი მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა. მაშინ წმიდა თეოფილე საპყრობილეში ჩააგდეს კუნძულ კიპროსზე, სადაც ოთხი წელი დაჰყო. 784 წელს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.

ღირსი მამა ზენონი მოწაფე მღვდელმთავარ ბასილი დიდისა, დაიბადა ქალაქ პონტოში, იგი იმპერატორ ვალენტეს სასახლის კარზე მსახურობდა იმ მხედართა შორის, რომელთაც სამეფო სიგელების გაგზავნა ევალებოდათ. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ წმიდა ზენონმა დასტოვა საერო ცხოვრება და ერთ გამოქვაბულში დასახლდა ქალაქ ანტიოქიის მახლობლად. ორმოცი წელიწადი მოსაგრეობდა სრული განმარტოებით. ღირსი მამა ზენონი გარდაიცვალა V ს-ის დასაწყისში.

დაიბადნენ:

1809 _ აბრაამ ლინკოლნი, აშშ-ის პრეზიდენტი (1860-1865). გარდაიცვალა 1865 წელს.

1809 — ჩარლზ დარვინი, ინგლისელი ნატურალისტი და მოგზაური.

1828 — ჯორჯ მერედიტი, ინგლისელი მწერალი, პოეტი.

1866 — შიო მღვიმელი, ცნობილი საბავშვო პოეტი. გარდაიცვალა 1933 წელს.

1881 — მაქს ბეკმანი, გერმანელი მხატვარი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1950 წელს.

1887 — გიორგი ახვლედიანი, გამოჩენილი ენათმეცნიერი. გარდაიცვალა 1973 წელს.

1907 _ კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1938-1952). გარდაიცვალა 1994 წელს.

1923 — ფრანკო ძეფირელი, იტალიელი თეატრისა და კინოს რეჟისორი.

1955 — პაატა ბურჭულაძე, მომღერალი.

1962 — ნანა იოსელიანი, მოჭადრაკე.

გარდაიცვალნენ:

1538 — ალბრეხტ ალტდორფერი, გერმანელი მხატვარი.

1804 — იმანუელ კანტი, დიდი გერმანელი ფილოსოფოსი.

1829 — ალექსანდრ გრიბოედოვი, რუსი მწერალი.

1979 — ჟან რენუარი, ფრანგი კინორეჟისორი.

მოვლენები:

1542 წელი — ფრანსისკო დე ორელიანის რაზმმა მდინარე ამაზონი აღმოაჩინა.

1818 წელი — გამოცხადდა ჩილეს დამოუკიდებლობა ესპანეთისგან.

1912 წელი — ჩინეთი რესპუბლიკა გახდა.

1921 წელი — ბოლშევიკური წითელი არმია საქართველოში შემოვიდა.

1924 წელი — ფარაონ ტუტანჰამონის მუმია სამარხიდან ამოიღეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ – ლინკოლნის დაბადების დღე.

ლიბერია – ცოდნის დღე.

მექსიკა – ეროვნული გლოვის დღე.