უკან

დღის კალენდარი

13 აგვისტო, 2017 10:26
font-size

დღის კალენდარი - 13 აგვისტო

წლის 225-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 140 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული. ღირსისა არსენისა, ნინოწმიდელი ეპისკოპოსისა (1082); მართლისა ევდოკიმე კაბადოკიელისა (IX); მოწამისა ივლიტასი (304-305).

მართალი ევდოკიმე კაპადოკიელი ცხოვრობდა იმპერატორ თეოფილეს ზეობისას, რომელიც ჭეშმარიტად ქრისტიანულად მართავდა ხალხს, უვლიდა უქონელთ და დავრდომილთ, ქვრივ-ობლებს. უფალმა ევდოკიმე თავისთან 33 წლის ასაკში იხმო. წმიდანი კონსტანტინოპოლში მისი მშობლების მიერ აგებულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში დაასვენეს.

წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაპადოკიის კესარიაში, დიოკლეტიანეს კეისრობისას. მას ქრისტესგან განდგომა მოსთხოვეს და როდესაც წმიდანმა უარყო ეს წინადადება, კოცონზე დაწვეს.

დაიბადნენ:

1651 _ ბალთაზარ ჰერმოზერი, ავსტრიელი მოქანდაკე. გარდაიცვალა 1732 წელს.

1819 _ ჯორჯ გებრიელ სტოქსი, ინგლისელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1903 წელს.

1840 _ ჯოვანი ვერგა, იტალიელი მწერალი. გარდაიცვალა 1922 წელს.

1912 _ სალვადორ ედვარდ ლურია, ამერიკელი მიკრობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მიკროორგანიზმების გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1991 წელს.

1926 _ ფიდელ კასტრო, კუბის სახელმწიფოს ყოფილი მეთაური.

1948 _ ალექსანდრე ხომერიკი, მომღერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1896 _ ჯონ ევერეტ მილაისი, ინგლისელი მხატვარი.

1900 _ ვლადიმირ სოლოვიოვი, რუსი ფილოსოფოსი.

1953 - დიმიტრი არაყიშვილი , ქართველი კომპოზიტორი

1994 _ ელიაზ კანეტი, ავსტრიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1521 წელი – ესპანელმა კონკისტადორმა კორტესმა დაიპყრო აცტეკების უძველესი დედაქალაქი ტენოჩტიტლანი (თანამედროვე მეხიკო).

1624 წელი – საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII თავის პირველ მინისტრად კარდინალი რიშელიე დანიშნა.

1814 წელი – კეთილი იმედის კონცხი ბრიტანეთის კოლონია გახდა.

1889 წელი – უილიამ გრეიმ ტელეფონ-ავტომატი დააპატენტა.

1923 წელი – ქემალ ათათურქი თურქეთის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.

1940 წელი – გერმანიამ საჰაერო იერიში მიიტანა სამხრეთ ინგლისზე.

1961 წელი – დაიწყო ბერლინის კედლის მშენებლობა.

1996 წელი – ფირმა „Mიცროსოფტ“-მა გამოუშვა პროგრამა „Iნტერნეტ Eხპლორერ 3.0“.

ღირსსახსოვარი დღეები:

ზამბია — ახალგაზრდობის დღე

ტუნისი — ქალთა დღე

ცენტრალური აფრიკული რესპუბლიკა — დამოუკიდებლობის დღე

ყაზახეთი – სპორტის დღე.