უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 იანვარი, 2018 00:00
font-size

დღის კალენდარი - 13 იანვარი

წლის მე-13 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 352 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მართლისა იოსებ დამწმინდელისა. დავით მეფისა ფსალმუნთა მთქმელისა, და მოციქულისა იაკობისა, ძმისა უფლისა. ხსენება ღირსი მელანია რომაელისა (429); ღირსი საბიანასი, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვრისა.

დაიბადნენ:

1622 – ჟან ბატისტ მოლიერი, დიდი ფრანგი დრამატურგი და მსახიობი.

1815 _ ლავრენტი არდაზიანი, მწერალი. გარდაიცვალა 1870 წელს.

1862 – ალექსანდრე ფრონელი (ყიფშიძე), ისტორიკოსი, პუბლიცისტი, გარდაიცვალა 1918 წელს.

1864 – ვილჰელმ ვინი, გერმანელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1928 წელს.

1872 – ნინო ნაკაშიძე, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1963 წელს.

1899 – ლევ კულეშოვი, რუსული კინოხელოვნების თეორეტიკოსი და ნოვატორი. გარდაიცვალა 1970 წელს.

1909 – სიმონ ვირსალაძე, თეატრის მხატვარი.

1917 – ილია ლიფშიცი, რუსი ფიზიკოსი, მყარი სხეულების ფიზიკის სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი. გარდაიცვალა 1982 წელს.

1929 – ვილი სიორენსენი, დანიელი მწერალი, ფილოსოფოსი.

გარდაიცვალნენ:

86 წელი ჩვ.წ-მდე – გაიუს მარიუსი, რომის კონსული და მხედართმთავარი.

1599 – ედმონდ სპენსერი, ინგლისელი პოეტი.

1906 – ალექსანდრ პოპოვი, რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი.

1909 – ივან ზაბელინი, რუსი ისტორიკოსი და არქეოლოგი, სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დამაარსებელი.

1941 – ჯეიმს ჯოისი, ირლანდიელი მწერალი.

1978 – ჰუბერტ ჰამფრი, ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე.

1987 – იგორ ილინსკი, ცნობილი რუსი მსახიობი.

1987 – ანატოლი ეფროსი, რუსეთის თეატრალური რეჟისორი.

მოვლენები:

1610 წელი – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის მეოთხე თანამგზავრი, რომელსაც კალისტო უწოდა.

1703 წელი – მოსკოვში რეგულარულად დაიწყო გამოსვლა პირველმა რუსულმა ბეჭდვითმა გაზეთმა „ვედომოსტიმ“.

1721 წელი – რუსეთში პეტრე I-ის ბრძანებულებით გაიხსნა საზღვაო აკადემიის სტამბა.

1830 წელი – პეტერბურგში დელვიგის რედაქტორობით გამოდის „ლიტერატურნაია გაზეტას“ პირველი ნომერი.

1910 წელი – ოპერა პირველად გადაიცა რადიოთი — ნიუ იორკის ოპერის თეატრის სცენაზე მღეროდა ენრიკო კარუზო.

1940 წელი – დამთავრდა არქტიკის ყინულებში ყინულმჭრელი გემის „გეორგი სედოვის“ 812-დღიანი დრეიფი. ეკიპაჟის 15 წევრი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

1958 წელი – ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ლაინუს პოლინგმა გაეროს გადასცა მსოფლიოს 43 ქვეყნის 9.000 მეცნიერის მიერ ხელმოწერილი პეტიცია ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ.

1991 წელი – ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს ტელეცენტრი, დაიღუპა 14 ადამიანი.

1993 წელი – პარიზში 130 ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს კონვენციას ქიმიური იარაღის დამუშავების, წარმოების, დაგროვებისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლიტვა — თავისუფლების დამცველთა დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`