უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 ივლისი, 2020 07:52
font-size

დღის კალენდარი - 13 ივლისი

წლის 185-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 181 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრება დიდებულთა და ყოვლადქებულოთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ძმისა მისისა ანდრიასი, იაკობ ზებედესი, ძმისა მისისა იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა იაკობისასი (თადეოზისა), სიმონ მოშურნესი და მატათიასი; კეთილმორწმუნისა დინარა დედოფლის (X). სვეტიცხოვლობა.

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა — უძველესი დღესასწაულია. წმიდა ეკლესიამ, რომელიც თითოეულ მათგანს წელიწადის სხვადასხვა დროს იხსენიებს, უძველესი დროიდან დაადგინა მათი ერთიანი ხსენების დღესასწაული დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლეს ხსენების მეორე დღეს. ცნობები მათ შესახებ მოცემულია თითოეულის მოხსენიების დღეს: მოციქული პეტრე; მოციქული ანდრია პირველწოდებული; მოციქული იაკობ ზებედესი. მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი; მოციქული ფილიპე; მოციქული ბართლომე; მოციქული თომა; მოციქული იაკობ ალფესისა; მოციქულ იუდა იაკობისა, ძმაი უფლისა; მოციქული სიმონ მოშურნე; მოციქული მატათა.

წმიდა მოწამე მიხეილ მებადე 1770 წელს ქრისტიანობის აღმსარებლობისათვის თურქებმა აწამეს.

დაიბადნენ:

100 (ქ. წ.) _ იულიუს კეისარი, ძველი რომის პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი, გარდაიცვალა 44 წელს (ქ. წ.).

1863 _ ოსკარ შმერლინგი, ფერმწერი და გრაფიკოსი, კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. გარდაიცვალა 1938 წელს.

1884 — ისააკ ბაბელი, ცნობილი მწერალი, გარდაიცვალა 1941 წელს.

1890 — ლევან ასათიანი, მწერალი. გარდაიცვალა 1955 წელს.

1934 — ვოლე შოინკა, ნიგერიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1936 — ვაჟა აზარაშვილი, კომპოზიტორი.

1939 _ პეტრე ცქვიტარია, მხატვარი. გარდაიცვალა 1995 წელს.

1944 — ერნიო რუბიკი, უნგრელი გამომგონებელი, რომელმაც ცნობილი კუბიკი გამოიგონა.

გარდაიცვალნენ:

1793 — ჟან პოლ მარატი, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მოღვაწე.

1951 — არნოლდ შიონბერგი, ავსტრიელი კომპოზიტორი.

1974 — პატრიკ ბლეკეტი, ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1837 წელი — დედოფალი ვიქტორია პირველი მონარქი იყო, რომელიც ბუკინჰემის სასახლეში დასახლდა.

1882 წელი — მოსკოვში პირველი ტელეფონი ამოქმედდა.

1897 წელი — გულიელმო მარკონიმ რადიო დააპატენტა.

1908 წელი — ლონდონში IV ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1930 წელი — მონტევიდეოში გაიხსნა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე