უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 ივნისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 13 ივნისი

წლის 165-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 201 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოციქულისა ერმისა, 70-თაგანისა (I); მოწამისა ერმეიოსისა (II); მოწამისა ფილოსოფოსისა (III).

70-თაგან წმიდა მოციქული ერმე თრაკიის ქალაქ ფილიპოლში იყო დადგინებული ეპისკოპოსად. სახარების ქადაგებისას წარმართთა შორის წმიდა მოციქულს ბევრი ჭირი და ურვა შეხვდა მათგან, მაგრამ წმიდა ერმე მშვიდობით ჩაბარდა უფალს.

წმიდა მოწამე პერმესი ქალაქ კომანში ევნო ქრისტესთვის იმპერატორ ანტონინე პიუსის მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს.

წმიდა მოწამე ფილოსოფოსი ქალაქ ალექსანდრიაში ევნო ქრისტიანთა დევნულების დროს იმპერატორ დეკიუსისაგან. მას სჯულისაგან განდგომას აიძულებდნენ წარმართები, მაგრამ მისი სიმტკიცე შეურყეველი დარჩა. მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1773 — ტომას იუნგი, ინგლისელი ფიზიკოსი, ექიმი და ასტრონომი. გარდაიცვალა 1829 წელს.

1831 — ჯეიმს კლერკ მაქსველი, ინგლისელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1879 წელს.

1865 — უილიამ ბატლერ იიტსი, ირლანდიელი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1939 წელს.

1870 — ჟიულ ბორდე, ბელგიელი იმუნოლოგი და ბაქტერიოლოგი. გარდაიცვალა 1961 წელს.

1872 _ ნიკოლოზ ჯანაშია, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ეთნოგრაფი. გარდაიცვალა 1918 წელს.

1928 _ შოთა ჩანტლაძე, პოეტი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1936 _ ვაჟა აზარაშვილი, ცნობილი კომპოზიტორი, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

ჩვ. წ. აღ-მდე 323 — ალექსანდრე მაკედონელი, დიდი მხედართმთავარი.

1713 _ არქანჯელო კორელი, იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი.

მოვლენები:

1895 წელი — საფრანგეთში გაიმართა ავტომობილების პირველი მსოფლიო სრბოლა.

1900 წელი — ჩინეთში დაიწყო ე.წ. „ბოქსიორების“ ამბოხება ევროპელების წინააღმდეგ.

1917 წელი — გამოცხადდა უკრაინის ავტონომია.

ღირსსახსოვარი დღე:

ყირგიზეთი — ხსოვნის დღე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე