უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 მაისი, 2024 07:31
font-size

დღის კალენდარი - 13 მაისი

წლის 133- დღეახალ წლამდე დარჩა 232 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდისა და ყოვლადქებულისა იაკობ მოციქულისა, ძმისა ზებედესი, და ძმისა წმიდისა იოანე მახარებელისა და ღმრთისმეტყველისა (44); დონატესი ევრიელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 387); პოვნა წმიდათა ნაწილთა მღვდელმოწამისა ბასილისა, ამასიელი ეპისკოპოსისა (IV); მოწამისა მაქსიმესი; ეგნატესი (ბრიანჩანინოვი, 1867).

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი ერთ-ერთი თორმეტ მოციქულთაგანი იყო. წმიდა იაკობი თავის ძმასთან ერთად მაცხოვარს ახლდა ასისთავ იაირის ასულის მკვდრეთით აღდგინებისას, სასწაულებრივი ფერისცვალების დროს თაბორის მთაზე და გეთსამანიის ბაღში ლოცვისას, საიდუმლო სერობის ღამეს. წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ სახარებას უქადაგებდა წარმართებს ესპანეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდა იაკობი წარმართებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს 44 წელს.

წმიდა მოწამე მაქსიმე ქრისტეს სარწმუნოებისათვის ევნო. იგი მახვილით განგმირეს. მღვდელმთავარი დონატი წმიდა მართლმორწმუნე მეფის თეოდოსი დიდის დროს ცხოვრობდა და ქალაქ ევრიის ეპისკოპოსი იყო.

წმიდანი უფლისგან სასწაულმოქმედი ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ, მღვდელმთავარმა ლოცვა-ვედრებით ამოიყვანა წყალი ერთს უდაბნო, ქვიან ადგილას, ხოლო დიდი გვალვის დროს წვიმა მოუვლინა ქვეყანას. წმიდანი დაახლოებით 387 წელს გარდაიცვალა.

დაიბადნენ:

1265 _ დანტე ალიგიერი, დიდი იტალიელი პოეტი. გარდაიცვალა 1321 წელს.

1857 _ რონალდ როსი, ინგლისელი პარაზიტოლოგი, მიკრობიოლოგი და ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1932 წელს.

1879 _ ვანო სარაჯიშვილი, გამოჩენილი მომღერალი. გარდაიცვალა 1924 წელს.

1896 _ სიმონ ჯაფარიძე, გამოჩენილი სპორტსმენი, ალპინისტი, გეოლოგი. გარდაიცვალა 1929 წელს.

1936 _ ჯემალ ქარჩხაძე, მწერალი. გარდაიცვალა 2000 წელს.

1948 _ შოთა ბოსტანაშვილი, არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1832 _ ჟორჟ კიუვიე, გამოჩენილი ფრანგი ზოოლოგი.

1912 _ ჟიულ მასნე, ფრანგი კომპოზიტორი.

1916 _ შოლომ-ალეიხემი (შოლომ რაბინოვიჩი), გამოჩენილი ებრაელი მწერალი.

1930 _ ფრიტიოფ ნანსენი, ნორვეგიელი მკვლევარი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

მოვლენები:

1203 _ ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა ხელთ იგდო ტრაპიზონის სამეფო.

1767 _ ზალცბურგში ჩატარდა მოცარტის ოპერის `აპოლონ და ჰიაცინტის” პრემიერა.

1927 _ `შავი ხუთშაბათი”_ გერმანიის ეკონომიკური სისტემის კრახი.

1940 _ გერმანიის ჯარები შევიდნენ საფრანგეთში.

1970 _ პარიზში პირველად გამოიცა თამარ პაპავა-გოგოლაშვილის წიგნი `გაბნეული საფლავები”.

1981 _ ვატიკანში თურქმა ტერორისტმა მეჰმედ ალი აღჯამ მძიმედ დაჭრა პაპი იოანე პავლე II.

1981 - თბილისის „დინამო“ გახდა ევროპის თასების თასის მფლობელი.

1982 _ გაუშვეს კოსმოსური ხომალდი `სოიუზ თ-5”, სადაც იმყოფებოდნენ კოსმონავტები ბერეზოვსკი და ლებედევი.

1991 - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი გარდაიქმნა აგრარულუნივერსიტეტად.

1991 - კომპანია „Apple“-მა გასაყიდად გამოუშვა „Macintosh System 7.0“.

2005 - ანდიჟანისხოცვა-ჟლეტა: უზბეკეთის შინაგანი ჯარის ნაწილებმა ანდიჟანში მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც 1500-მდე ადამიანი დაიღუპა.

2009 - ევროკომისიამ ნახევარგამტარების მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელ კორპორაციას Intel რეკორდული (1,06 მილიარდი) ჯარიმა დაუწესა ანტიკონკურენციული პრაქტიკისთვის.

2010 - კორპორაცია „Google“-ის სერვისმა „Google Translate“ საკუთარ ლექსიკონს ქართულიენა დაუმატა.

2017 - ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული, პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორსობრალი გახდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

ლიბერია _ წმიდა მარიამის დღე

`პრეტოს ველხოსისფესტივალი _ ბრაზილიაში მონობის გაუქმების დღე

ჰოლანდია, კანადა, ავსტრალია, მექსიკა, უკრაინა, აშშ _ დედის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი