უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 მარტი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 13 მარტი


წლის 74-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 292 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750); მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457); მღვდელმოწამისა ნესტორისა, მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250); ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (დაახ. 450); ღირ. იოანესი, დამასკელი ეპ. (V); მოწ. თეოქტირისტესი (VIII).

დაიბადნენ:

1733 – ჯოზეფ პრისტლი, ინგლისელი ფილოსოფოს-მატერიალისტი, ქიმიკოსი. გარდაიცვალა 1804 წელს.

1835 – ლეონ კლოდელი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1892 წელს.

1897 – ეღიშე ჩარენცი, სომეხი პოეტი. გარდაიცვალა 1939 წელს.

1924 – მერი დავითაშვილი, კომპოზიტორი. გარდაიცვალა 2014 წელს.

1954 – მაყვალა ქასრაშვილი, მომღერალი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.

გარდაიცვალნენ:

1619 – რიჩარდ ბერბიჯი, ინგლისელი მსახიობი და დრამატურგი. მან ააგო შექსპირისეული `ლობე თჰეატრე~.

1881 – მოკლეს ალექსანდრე II, რუსეთის იმპერატორი, გლეხთა გამანთავისუფლებელი.

1901 – ბენჯამინ ჰარისონი, აშშ-ს 23-ე პრეზიდენტი.

1971 – როკუელ კენტი, ამერიკელი მხატვარი და მწერალი.

მოვლენები:

1918 წელი – დაიწყო ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესი.

1930 წელი – ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ თომბაუხმა აღმოაჩინა პლანეტა პლუტონი. მისი არსებობა 14 წლით ადრე იწინასწარმეტყველა ამერიკელმა ასტრონომმა პერსი ლოველმა.

1938 წელი – რუსული ენა საბჭოთა სკოლებში აუცილებელ საგნად შემოიღეს.

1969 წელი – გაუშვეს ამერიკული კოსმოსური ხომალდი „აპოლონ-9“.

ღირსსახსოვარი დღეები:

გრენადა — რევოლუციის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`