უახლესი ამბები
- 23.02.2019 11:15თბილისში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება
- 23.02.2019 11:15სასწორზე დევს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია - ანა დოლიძე
- 23.02.2019 11:15ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს
- 23.02.2019 11:08დღის კალენდარი _ 23 თებერვალი
არქივი
დღის კალენდარი


დღის კალენდარი _ 13 ნოემბერი
წლის 318-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 48 დღე.
საეკლესიო კალენდარი
წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა (1227); მოციქულთა: სტაქოსი, ამპლისა, ურბანისა, ნარკისისა, აპელისა და არისტობულესი; 70-თაგანთა (I); მოწამისა ეპიმაქესი (დაახლ. 250); ღირსისა მავრასი (V).
დაიბადნენ:
354 — სანქტუს აუგუსტინუს აურელიუსი, ქრისტიანი თეოლოგი, გარდაიცვალა 430 წელს.
1850 — რობერტ სტივენსონი, ინგლისელი მწერალი, გარდაიცვალა 1894 წელს.
1874 — მარგარეტ ლონგი, გამოჩენილი ფრანგი პიანისტი, გარდაიცვალა 1966 წელს.
გარდაიცვალნენ:
1868 — ჯოაკინო როსინი, ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი.
1903 — კამილ პისარო, ფრანგი მხატვარ-იმპრესიონისტი.
1921 — გრიგოლ ყიფშიძე, მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური კრიტიკოსი.
1974 — ვიტორიო დე სიკა, თვალსაჩინო იტალიელი კინორეჟისორი.
მოვლენები:
1775 წელი — დამოუკიდებლობისათვის ომის დროს ამერიკელმა კოლონისტებმა ჯორჯ ვაშინგტონის მეთაურობით მონრეალი დაიკავეს.
1851 წელი — გაიხსნა ტელეგრაფული კავშირი ლონდონსა და პარიზს შორის.
1851 წელი — მოსკოვსა და პეტერბურგს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო.
1885 წელი — სერბეთის არმიამ ბულგარეთი დაიკავა.
1913 წელი — საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება.
1980 წელი — ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა „ვოიაჯერ-1“-მა გადმოსცა სატურნის ფოტოსურათები.
ღირსსახსოვარი დღე:
უსინათლოთა საერთაშორისო დღე.