უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


დღის კალენდარი

13 ოქტომბერი, 2017 09:22
font-size

დღის კალენდარი - 13 ოქტომბერი

წლის 286-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 79 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამისა გრიგოლ დიდისა ეპისკოპოსისა, სომეხთა განმანათლებლისა (დაახლ. 335); მოწამეთა: რიფსიმესი, გაიანესი და მათთანა წამებულთა წმიდათა ქალწულთა (IV-ის დასაწყისი); მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992); მელეტისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა.

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი, განმანათლებელი სომხეთისა, დაიბადა 257 წელს. წარმოშობით იგი ქართველი მეფეების — არსიკიდების გვარიდან იყო. მისმა მამამ ნათესავი მოკლა ტახტის ხელში ჩასაგდებად, ამიტომ მთელი მისი გვარი გაანადგურეს. გრიგოლი ერთმა ნათესავმა გადაარჩინა და ქრისტეს რწმენით აღზარდა.

წმ. რიფსიმე თავის იღუმენიასა და 35 სხვა ქალწულთან ერთად სომხეთში გაიქცა იმის გამო, რომ არ სურდა ცოლად გაჰყოლოდა მისი სილამაზით დატყვევებულ იმპერატორ დიოკლიტიანეს. იმპერატორმა სომხეთის მეფეს ტირიდატს აცნობა ამის შესახებ და შესთავაზა ცოლად შეერთო იგი. მას მიაკვლიეს მეფის მსახურებმა, მაგრამ ისინი ღმერთმა დაიფარა. ტირიდატმა მეორედ შეიპყრო რიფსიმე და 35 სხვა ქალწული და საშინელი სატანჯველი შეამთხვია.

დაიბადნენ:

1867 – დუტუ მეგრელი-ხოშტარია, პოეტი, გარდაიცვალა 1938 წელს.

1881 _ ეჟენი კოტონი, საფრანგეთის ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე, მეცნიერი, ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1899 _ მიხეილ ზანდუკელი, პედაგოგი და ლიტერატურათმცოდნე, გარდაიცვალა 1968 წელს.

1925 _ მარგარეტ ტეტჩერი – დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური მოღვაწე.

1928 _ ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში.

1943 _ ნანა ალექსანდრია, მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, სპორტული ჟურნალისტი.

გარდაიცვალნენ:

54 წ.ძვ.წ-მდე — კლაუდიუს I, რომის იმპერატორი, ცოლმა მოწამლა.

1989 — ჯეი ვარდი, ანიმატორი.

1989 _ მერაბ კოსტავა, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

მოვლენები:

1792 წელი — დაიწყო თეთრი სახლის მშენებლობა.

1854 წელი — ტეხასი აშშ-ს შტატი გახდა.

1864 _ ტფილისის გუბერნიაში გაუქმდა ბატონყმობა.

1953 წელი — სამუელ ბაგნომ სიგნალიზაცია დააპატენტა.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე