უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 სექტემბერი, 2017 09:43
font-size

დღის კალენდარი - 13 სექტემბერი

წლის 256-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 109 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დადება პატიოსნისა სარტყელისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობლისა (395-408); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი, კართაგენელი ესპიკოპოსისა (258); გენადისი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (471).

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის პატიოსანი სარტყელის დადება კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძარში მოხდა იმპერატორ არკადის დროს. მანამდე წმიდა სარტყელი, რომელიც თომას ჩააბარა თავად ღვთისმშობელმა, მისი მიძინების შემდეგ მართლმორწმუნე ქრისტიანებთან ინახებოდა იერუსალიმში. იმპერატორ ლევ ბრძენის დროს სარტყელმა განკურნა მისი მეუღლე ზოია. ღვთისმშობელის წმიდა სარტყელის ნაწილები დასვენებულია ათონის ვატოპედის მონასტერში, ტრირის მონასტერში და საქართველოში.

მღვდელმოწამე კიპრიანე, კართაგენელი ეპისკოპოსი, დაიბადა დაახლოებით 200 წელს ქალაქ კართაგენში, სადაც მთელი სიცოცხლე გაატარა. მღვდელმთავარმა კიპრიანე კართაგენელმა ეკლესიას დიდი საუნჯე დაუტოვა: თავისი ნაწარმოებები და 80 წიგნი.

წმიდა გენადი კონსტანტინეპოლელი პატრიარქი კონსტანტინეპოლის ეკლესიის ტახტზე 458 წელს აირჩიეს მართლმორწმუნე მეფე ლევ დიდის დროს. მის ცხოვრებაზე მოგვითხრობს წიგნი „სულიერი მდელო“. წმიდა გენადის პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში აშენდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. მღვდელმთავარი გენადი კონსტანტინოპოლის ეკლესიას 13 წელიწადს უძღვებოდა. იგი გარდაიცვალა 471 წელს.

დაიბადნენ:

1838 – ელიოზ მიზანდარი, პიანისტი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1912 წელს.

1886 – რობერტ რობინსონი, ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1975 წელს.

1876 – შერვუდ ანდერსონი, ამერიკელი მწერალი.

1894 – ჯონ პრისტლი, ინგლისელი მწერალი.

1889 – პიერ რევერი, ფრანგი პოეტი.

1920 – ლეო გაბუნია, პალეონტოლოგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 2004 წელს.

გარდაიცვალნენ:

1321 – დანტე ალიგიერი, შუა საუკუნეების დიდი იტალიელი პოეტი და ფილოსოფოსი.

1506 – ანდრეა მანტენია, ადრინდელი აღორძინების ხანის იტალიელი ფერმწერი და გრავიორი.

1872 – ლუდვიგ ფოიერბახი, გერმანელი ფილოსოფოსი.

მოვლენები:

1788 – ნიუ-იორკი აშშ-ს დედაქალაქი გახდა.

1795 _ საქართველოს შემოესია აღა-მაჰმად ხანი.

1866 – მოსკოვში კონსერვატორია გაიხსნა.

1922 – თურქეთის ქალაქი სმირნა ცეცხლმა გაანადგურა, დაიღუპა ათასობით ადამიანი.

1959 – საბჭოთა კოსმოსური რაკეტა „ლუნა-2“ პირველად დაჯდა მთვარეზე.

1962 – თბილისში გაიხსნა მევენახეობისა და მეღვინეობის მეათე საერთაშორისო კონგრესი.

1971 – მოსკოვში დაკრძალეს ნიკიტა ხრუშჩოვი.

1993 – ისრაელმა და პალესტინამ ოსლოში სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

პენსილვანია _ ჯონ ბარის დღე

როდეზია _ პიონერთა დღე.