უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

13 თებერვალი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 13 თებერვალი

წლის 44-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 321 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კეთილმსახური თამარი, დიდი მეფე საქართველოისა უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); მოწამისა ტრიფენა კვიზიკელისა.

დაიბადნენ:

1754 _ ტალეირანი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. გარდაიცვალა 1838 წელს.

1852 _ ნიკო ლომოური, ხალხოსანი მწერალი. გარდაიცვალა 1915 წელს.

1873 _ ფიოდორ შალიაპინი, რუსი მომღერალი, რეჟისორი. გარდაიცვალა 1938 წელს.

1883 _ ევგენი ვახტანგოვი, რუსეთელი რეჟისორი, მსახიობი. გარდაიცვალა 1922 წელს.

1903 _ ჟორჟ სიმენონი, დეტექტიური რომანების ცნობილი ავტორი. გარდაიცვალა 1989 წელს.

1903 _ გიორგი ბერიაშვილი-ბერიევი, ავიაკონსტრუქტორი. გარდაიცვალა 1979 წელს.

1910 _ უილიამ შოკლი, ამერიკელი ფიზიკოსი. აღმოაჩინა ტრანზისტორული ეფექტი, რისთვისაც 1956 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1989 წელს.

გარდაიცვალნენ:

1571 _ ბენვენუტო ჩელინი, დიდი იტალიელი მოქანდაკე და ოქრომჭედელი. განსაკუთრებით ცნობილია მისი ავტობიოგრაფიული წიგნი `ბენვენუტო ჩელინის ცხოვრება მის მიერვე დაწერილი”.

1882 _ ანრი ოგიუსტ ბარბიე, ფრანგი პოეტი.

1883 _ რიხარდ ვაგნერი, გერმანელი კომპოზიტორი.

მოვლენები:

1895 _ ლუი და ავგუსტ ლიუმიერებმა შექმნეს პირველი კინოაპარატი.

1946 _ პენტაგონმა განაცხადი გააკეთა პირველი ციფრული კომპიუტერის შექმნის შესახებ.

1975 _ კიპროსი ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ კიპროსი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ _ კიპროსის თურქულ რესპუბლიკად გამოცხადდა.

1979 _ ევროპაში დაიწყო უშიშროებისა და თანამშრომლობის 35 წევრი სახელმწიფოს ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ხმელთაშუაზღვისპირეთში ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის საკითხებს.

1980 _ ლეიკ-პლესიდში (აშშ) დაიწყო ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები.

ღირსსახსოვარი დღე:

მარიანის კუნძულები – პრეზიდენტის დღე