დღის კალენდარი
დღის კალენდარი _ 13 თებერვალი
წლის 44-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 321 დღე.
საეკლესიო კალენდარი
უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); მოწამისა ტრიფენა კვიზიკელისა.
დაიბადნენ:
1754 _ ტალეირანი, საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. გარდაიცვალა 1838 წელს.
1852 _ ნიკო ლომოური, ხალხოსანი მწერალი. გარდაიცვალა 1915 წელს.
1873 _ ფიოდორ შალიაპინი, რუსი მომღერალი, რეჟისორი. გარდაიცვალა 1938 წელს.
1883 _ ევგენი ვახტანგოვი, რუსეთელი რეჟისორი, მსახიობი. გარდაიცვალა 1922 წელს.
1903 _ ჟორჟ სიმენონი, დეტექტიური რომანების ცნობილი ავტორი. გარდაიცვალა 1989 წელს.
1903 _ გიორგი ბერიაშვილი-ბერიევი, ავიაკონსტრუქტორი. გარდაიცვალა 1979 წელს.
1910 _ უილიამ შოკლი, ამერიკელი ფიზიკოსი. აღმოაჩინა ტრანზისტორული ეფექტი, რისთვისაც 1956 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. გარდაიცვალა 1989 წელს.
გარდაიცვალნენ:
1571 _ ბენვენუტო ჩელინი, დიდი იტალიელი მოქანდაკე და ოქრომჭედელი. განსაკუთრებით ცნობილია მისი ავტობიოგრაფიული წიგნი `ბენვენუტო ჩელინის ცხოვრება მის მიერვე დაწერილი”.
1882 _ ანრი ოგიუსტ ბარბიე, ფრანგი პოეტი.
1883 _ რიხარდ ვაგნერი, გერმანელი კომპოზიტორი.
მოვლენები:
1895 _ ლუი და ავგუსტ ლიუმიერებმა შექმნეს პირველი კინოაპარატი.
1946 _ პენტაგონმა განაცხადი გააკეთა პირველი ციფრული კომპიუტერის შექმნის შესახებ.
1975 _ კიპროსი ორ ნაწილად გაიყო. ჩრდილოეთ კიპროსი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ _ კიპროსის თურქულ რესპუბლიკად გამოცხადდა.
1979 _ ევროპაში დაიწყო უშიშროებისა და თანამშრომლობის 35 წევრი სახელმწიფოს ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ხმელთაშუაზღვისპირეთში ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის საკითხებს.
1980 _ ლეიკ-პლესიდში (აშშ) დაიწყო ზამთრის XIII ოლიმპიური თამაშები.
ღირსსახსოვარი დღე:
მარიანის კუნძულები – პრეზიდენტის დღე.


