უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 აგვისტო, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 14 აგვისტო

წლის 217-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 149 დღე.

საეკლესიო კალენდარი

შემოყვნება პატიოსანთა ძელთა უფლის ცხოველმყოფელისა ჯვარისა; მოწამეთა შვიდთა ძმათა მაკაბელთა: აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა,ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარ მღვდელისა (166 წ. ქრისტე შობამდე); 9-თა მოწამეთა პამფილიის პერგიას: ლეონტისა, ატისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III).

დასაწყისი მიძინების _ მარიამობის მარხვისა. წირვის შემდეგ _ წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა).

შემოყვანა პატიოსანი ძელის ცხოველმყოფელი ჯვრისა. დიდი ავადმყოფობების გამოისობით კონსტანტინეპოლში ოდითგანვე დამკვიდრდა ჩვევა გზებზე და ქუჩებში პატიოსანი ძელის ცხოველმყოფელი ჯვრის გამოტანისა, რომელსაც ეკლესიის წმიდა ტრაპეზზე ასვენებდნენ. ხალხი წმიდა ძელს თაყვანს სცემდა.

ხსენება შვიდ მაკაბელ მოწამეთა: აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელეაზარისა, ევსევონისა, ალიმისა, მარკელისა, მათი მოძღვრის ელეაზარისა და მათი დედა სოლომონიასი. 166 წელს სირიის უღმერთო მეფემ ანტიოქე ეპიფანემ მთელ იუდეაში კერპთაყვანისმცემლობის დანერგვა სცადა. ბევრი ებრაელი განუდგა ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კვლავაც განაგრძობდნენ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემას — ელოდნენ ადამიანთა გადასარჩენად მოვლენილი მაცხოვრის მოსვლას. 90 წლის საღვთო სჯულის მასწავლებელი ელეაზარი მოსეს სჯულის მიმდევრობისათვის სასტიკად აწამეს. ასევე მოწამეობრივად დაასრულა ამქვეყნიური ცხოვრება ელიზარის მოწაფეებმა — შვიდმა ძმამ მაკაბელმა და მათმა დედამ სოლომონიამ.

წმიდა მოწამენი ლეონტი, ატი, ალექსანდრე, კინდე, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითეონი და ევკლასი ცხოვრობდნენ პამფილიის ქალაქ პერგიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. ქრისტიანების საშინელი დევნისას რვავემ ქრისტესათვის მოწამეობრივი ღვაწლის გაწევა გადაწყვიტა, რისთვისაც ისინი სასტიკად აწამეს.

დაიბადნენ:

1883 – ლიდია მეგრელიძე, მწერალი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1900 – თამარ წერეთელი, მომღერალი. გარდაიცვალა 1968 წელს.

1742 – პიუს VII, რომის პაპი, რომელმაც ეკლესიისგან მოკვეთა ნაპოლეონი. გარდაიცვალა 1823 წელს.

1777 – ჰანს ქრისტიან ერსტედი, დანიელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1851 წელს.

1836 _ ვალტერ ბესანტი, მწერალი და ქველმოქმედი. გარდაიცვალა 1901 წელს.

1867 – ჯონ გოლზუორთი, ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1933 წელს.

1886 – არტურ დემპსტერი, კანადელი ფიზიკოსი. გარდაიცვალა 1950 წელს.

გარდაიცვალნენ:

1963 – ნინო (ნუცა) ჩხეიძე, მსახიობი.

1727 – ვილიამ კროფტი, ინგლისელი კომპოზიტორი.

1956 – ბერტოლდ ბრეხტი, გერმანელი მწერალი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე, ხელოვნების თეორეტიკოსი.

1972 – პიერ ბრასიერი, დიდი ფრანგი მსახიობი.

1984 – ჯონ პრისლი, ინგლისელი მწერალი.

1984 – ტიგრან პეტროსიანი, მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონი ჭადრაკში.

1994 – ელიას კანეტი, ბულგარელი მწერალი.

მოვლენები:

1992 წელი _ დაიწყო აფხაზეთის ომი

1457 წელი – გერმანიაში გამოვიდა წიგნი_ფსალმუნი.

1820 წელი – აშშ-ში თვალის პირველი საავადმყოფო გაიხსნა.

1830 წელი – საფრანგეთში ახალი კონსტიტუცია მიიღეს.

1932 წელი – ლოს_ანჯელესში დაიხურა მეათე ოლიმპიური თამაშები.

1936 წელი – ოლიმპიურ თამაშებში პირველად შეიტანეს კალათბურთი.

ღირსსახსოვარი დღეები:

პორტუგალია — დამოუკიდებლობის დღე.
როდ აილენდი (აშშ) _ გამარჯვების დღე.
არკანზასი _ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.
ლიხტენშტეინი – პრინც ფრანც-იოსების დღე.
პაკისტანი — დამოუკიდებლობის დღე.
ზამბია – ახალგაზრდობის დღე.

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს