უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 დეკემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 14 დეკემბერი

წლის 348-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 17 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინასწარმეტყველისა ნაუმისა (VII ს. ქრისტეს შობამდე); მართლისა ფილარეტ მოწყალისა (792); მოწამისა ანანია სპარსისა.

წმიდა წინასწარმეტყველი ნაუმი, რომელიც განეკუთვნება ძველი აღთქმის 12 მცირე წინასწარმეტყველთა რიცხვს, წარმოშობით გალილეის სოფელ ელქოშიდან იყო. მისი ცხოვრების გარემოებანი ცნობილი არ არის. იგი 45 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავის სამშობლოშია დაკრძალული.

მართალი ფილარეტ მოწყალე, ძე ქრისტიან მეუღლეთა _ გიორგისა და ანასი, რომელთაც კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს იგი, VIII საუკუნეში, პაფლაგონიის მხარის სოფელ ამნიაში ცხოვრობდა. ფილარეტი მდიდარი და წარჩინებული დიდებული იყო, მაგრამ სიმდიდრე სიხარულს ვერ ანიჭებდა მას.

დიდება-პატივის უგულებელყოფით, სიმდაბლითა და გლახაკთმოყვარეობით მიაღწია ნეტარმა მოხუცმა 90 წლის ასაკს. მან წინასწარ განჭვრიტა თავისი მოახლოებული აღსასრული და კონსტანტინოპოლის როდოლფის მონასტერს მიაშურა, სადაც მონასტერსა და ღარიბ-გლახაკთ შესწირა ყოველივე, რაც კი თან ჰქონდა და მშვიდობით ჩაბარდა უფალს 792 წელს. მისი წმინდა სხეული როდოლფის სავანეში, კონსტანტინოპოლში დაკრძალეს.

წმიდანის საფლავთან მრავალი სასწაული და კურნებანი აღესრულებოდა.

დაიბადნენ:

1546 _ ტიხო ბრაჰე, გამოჩენილი დანიელი ასტრონომი. გარდაიცვალა 1601 წელს.

1852 _ ანტუან ანრი ბეკერელი, ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1908 წელს.

1898 _ შალვა ნუცუბიძე, მეცნიერი და ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1911 _ იორამ მამალაძე, ფერმწერი. გარდაიცვალა 1966 წელს.

1914 _ შირლი ჯექსონი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1922 _ ნიკოლოზ ბასოვი, რუსი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1935 _ იან ტიმანი, ჰოლანდიელი მოჭადრაკე.

გარდაიცვალნენ:

1025 _ ბასილი II, ბიზანტიის იმპერატორი.

1675 _ ვერმეერი დელფტელი, ჰოლანდიელი ფერმწერი.

1799 _ ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი.

1853 _ გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდი, გერმანელი ფილოლოგი, ლურსმნული დამწერლობის პირველი ამომკითხველი.

1857 _ ჯორჯ კეილი, ინგლისელი მეცნიერი და გამომგონებელი.

1934 _ გიუსტავ ლანსონი, ფრანგი ლიტერატურათმცოდნე.

1962 _ ჩარლზ ლოტონი, გამოჩენილი ინგლისელი მსახიობი.

1990 _ ფრიდრიხ დიურენმატი, შვეიცარიელი მწერალი.

მოვლენები:

1757 _ გაიმართა ხრესილის ბრძოლა. ქართველთა ლაშქარმა სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცხა ოსმალები.

1812 _ რუსეთიდან განდევნეს საფრანგეთის ჯარები.

1900 _ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი მაქს პლანკი აქვეყნებს თავის რევოლუციურ კვანტურ თეორიას.

1911 _ ნორვეგიელმა პოლარულმა მკვლევარმა როალდ ამუნდსენმა პირველმა მიაღწია დედამიწის სამხრეთ პოლუსს.

1927 _ ბრიტანეთმა ცნო ერაყის დამოუკიდებლობა.

1927 _ ჩინეთმა და სსრკ-მა გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობა.

1934 _ თურქეთში ქალებს ხმის უფლება მიანიჭეს.

1946 _ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ ორგანიზაციის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში იქნება.

1955 _ გაეროს წევრი ქვეყნები გახდნენ: ალბანეთი, ავსტრია, ბულგარეთი, კამბოჯა, შრი-ლანკა, ფინეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, იორდანია, ლაოსი, ლიბანი, პორტუგალია, ნეპალი, რუმინეთი და ესპანეთი.

1957 _ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია `სახელმწიფოებს შორის სამშვიდობო და კეთილმეზობლური ურთიერთობების” შესახებ.

1960 _ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია `კოლონიური ქვეყნებისა და
ხალხებისათვის დამოუკიდებლობის გადაცემის შესახებ”.

1993 _ თბილისში დაარსდა საისტორიო ჟურნალი `არტანუჯი~.

1995 _ პარიზში, ელისეს სასახლეში გაიმართა ბოსნია- ჰერცეგოვინის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია.

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!