უკან

დღის კალენდარი

14 იანვარი, 2020 10:22
font-size

დღის კალენდარი _ 14 იანვარი

წლის მე-14 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 351 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ბასილი დიდისა, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა (379). წმიდა ემილიასი, წმიდა ბასილი დიდის დედისა, წმიდა მოწამე ბასილი ანკვირიელისა (362).
ლიტურგია ბასილი დიდისა, გრიგოლ ნაზიანზელისა, ღირსისა თეოდოსისა, ტრიგლიელი იუმენისა (VII), მოწამისა პეტრე ტრიპოლისელისა (1776).

წინადაცვეთა უფლისა. მერვე დღეს შობიდან უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მიიღო წინადაცვეთა, რაც მამრობითი სქესის ყველა ყრმისათვის იყო იუდეველებში დაწესებული, ნიშნად იმ აღთქმისა, რომელიც ებრაელთა მამამთავარს აბრაამს და მის შთამომავალთ დაუდო ღმერთმა. ამ წესის აღსრულების ჟამს ღვთაებრივ ყრმას სახელად იესო (რაც მხსნელს, მაცხოვარს ნიშნავს) ეწოდა, რაც ჯერ კიდევ ხარების დღეს ეუწყა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ. ეკლესიის წმინდა მამების განმარტებით, უფალმა, შემოქმედმა ყოველი კანონისა, წინადაიცვითა და ამით მაგალითი უჩვენა ადამიანებს იმისა, თუ ვით გარდაუქცეველად უნდა ასრულებდნენ ისინი ღვთაებრივ დადგინებას. გარდა ამისა, უფალმა იმისათვის მიიღო წინადაცვეთა, რომ მომავალში არავის შეჰპარვოდა ეჭვი მის ჭეშმარიტ ადამიანურ ბუნებაში და არავის ეთქვა, — მხოლოდღა მოჩვენებითი სხეულის მატარებელიაო იგი. ახალ აღთქმაში წინადაცვეთის წესი ნათლისღების საიდუმლომ შეცვალა, რომლის წინასახესაც იგი წარმოადგენდა.

კესარია — კაპადოკიის მთავარეპისკოპოსი, მღვდელმთავარი ბასილი დიდი 330 წელს დაიბადა კესარიაში, წარჩინებულ ღვთისმოშიშ ქრისტიანულ ოჯახში. წმიდანის დედა — ემილია — ქრისტესათვის წამებულის ასული იყო, მამა კი — სახელად ბასილი, მკვიდრი კესარიისა, ცნობილი ვექილი იყო და მასწავლებელი რიტორიკისა. პირველდაწყებითი განათლება ბასილმა მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი კაპადოკიის კესარიაშიც სწავლობდა, სადაც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს გაეცნო; მოგვიანებით კონსტანტინოპოლის სკოლებში ბევრი ცნობილი ორატორისა და ფილოსოფოსისათვის მოუსმენია. ბოლოს მან განათლება კლასიკური განათლების ცენტრში — ათენში მიიღო. წმიდანის მზერა ღვთისადმი იყო მიქცეული. იგი თითქმის ყოველდღე აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას. წმიდანი ზრუნავდა, რომ მკაცრად დაეცვათ საეკლესიო კანონები და ყურადღებით ადევნებდა თვალ-ყურს, რომ მხოლოდ ღირსეულნი მიეღოთ სამღვდელოთა დასში. კესარიაში ბასილი დიდმა ორი მონასტერი დააარსა — დედათა და მამათა, ტაძრითურთ, პატივად 40 მოწამისა. წმიდა ბასილი მთელ თავის პირად სახსრებსა და ეკლესიის შემოსავალს გლახაკთ ახმარდა. წმიდანი 379 წლის 14 იანვარს 49 წლისა აღესრულა.

ეკლესია წმიდა ბასილის გარდაცვალების პირველი წლებიდანვე დღესასწაულობს მის ხსენებას.

დაიბადნენ:

1643 _ ისააკ ნიუტონი, ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი, კლასიკური ფიზიკის
ფუძემდებელი. გარდაიცვალა 1727 წელს.

1790 – ალექსანდრ გრიბოედოვი, რუსი მწერალი. თეირანში მოკლეს 1829 წელს.

1832 – ლუის კეროლი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1898 წელს.

1868 – ნოე ჟორდანია, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918-1921). გარდაიცვალა 1953 წელს.

1875 – ალბერტ შვაიცერი, შვეიცარიელი მოაზროვნე, მუსიკათმცოდნე, ფილოსოფიისა და თეოლოგიის დოქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1965 წელს.

1917 – ლადო ასათიანი, გამოჩენილი პოეტი. გარდაიცვალა 1943 წელს.

1926 – ოთარ ბაკურაძე, ქართველი ფილოსოფოსი

1930 – კიაზო ნადარეიშვილი, ფიზიოლოგი, რადიობიოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1937 _ ჯემალ ინჯია, პოეტი.

გარდაიცვალნენ:

1742 – ედმუნდ ჰალეი, ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, გრინვიჩის ობსერვატორიის დირექტორი.

1831 – ჯორჯ ბერკლი, ინგლისელი ფილოსოფოსი.

1867 – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი, ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი.

1905 – ერნსტ აბე, გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსი, 1870 წელს დაადგინა ე.წ. სინუსების კანონი.

1972 – ფრედერიკ IX, დანიის მეფე.

მოვლენები:

27 – რომში გამოცხადდა რესპუბლიკის აღდგენა

1850 – გიორგი ერისთავის თაოსნობით დაარსდა ქართული თეატრი.

1784 – რევოლუციური ომის დასასრული; შეერთებულ შტატებში კონგრესმა რატიფიცირება გაუკეთა პარიზის შეთანხმებას.

1903 – რომში გაიმართა პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა.

1907 – ძლიერი მიწისძვრა მოხდა ქალაქ კინგსტონში (იამაიკა), დაიღუპა 1400 ადამიანი.

1912 – ჩაიძირა ტრანსოკეანური ლაინერი „ტიტანიკი“.

1918 – რუსეთი და ფინეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდნენ.

1943 – კასაბლანკაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი.

1969 – კოსმოსში გაუშვეს კოსმოსური ხომალდი „სოიუზ-4“, რომელსაც მართავდა ვ. შატალოვი. მეორე დღეს გაუშვეს „სოუზ-5“. პირველად განხორციელდა ხომალდების ერთმანეთთან დაკავშირება კოსმოსში და კოსმონავტის გადასვლა ერთი აპარატიდან მეორეში.

2004 – საქართველოს ეროვნული დროშა, ე.წ. ხუთჯვრიანი დროშა აღდგენილი იქნა 500 წლის შემდეგ.

2012 – საქართველოს ისტორიაში პირველად აღინიშნა სახელმწიფო დროშის დღე.

ღირსსახსოვარი დღეები:

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე (2004)

ქართული თეატრის დღე (1850)

ახალი წელი იულიუსის კალენდრით.

უზბეკეთი — სამშობლოს დამცველთა დღე.

“ბითლზის” საერთაშორისო დღე