უკან

დღის კალენდარი

14 მაისი, 2022 06:51
font-size

დღის კალენდარი - 14 მაისი

წლის 125-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 231 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კეთილმორწმუნე ქართველთა მეფისა თამარისა (1213); წმ. ზოსიმე II-სა, კუმურდოელი ეპისკოპოსისა და ჰიმნოგრაფისა (XV); წინასწარმეტყველისა იერემიასი (VI ს. ქრისტეს შობამდე); ღირსმოწამისა ვატა სპარსელისა (IV).

ტაძრის დღესასწაული სოფელ კუმურდოში - კუმურდოობა.

დაიბადნენ:

1553 – მარგარიტა დე ვალუა, ნავარის დედოფალი.

1727 – თომას გეინსბორო, ინგლისელი ფერმწერი და გრაფიკოსი. გარდაიცვალა 1788 წელს.

1771 _ რობერტ ოუენი, ინგლისელი სოციალისტ-უტოპისტი. გარდაიცვალა 1858 წელს.

1836 – ვილჰელმ სტეინიცი, გერმანელი მოჭადრაკე, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი. გარდაიცვალა 1900 წელს.

1921 _ სალომე ყანჩელი, გამოჩენილი მსახიობი. გარდაიცვალა 1985 წელს.

1942 – ვალერი ბრუმელი, 1964 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სიმაღლეში ხტომაში.

გარდაიცვალნენ:

1610 – ჰენრიხ IV, საფრანგეთის მეფე, ბურბონთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი.

1643 – ლუდოვიკ XIII, საფრანგეთის მეფე.

1912 – ავგუსტ სტრინდბერგი, შვედი მწერალი და დრამატურგი.

1953 _ თამარ აბაკელია, ფერმწერი, გრაფიკოსი.

მოვლენები:

1811 – გამოცხადდა პარაგვაის დამოუკიდებლობა.

1904 – სენტ-ლუისში გაიხსნა მესამე საზაფხულო ოლიმპიური თამაშები.

1906 – გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა სიმპლონის გვირაბში, რომელიც აკავშირებს შვეიცარიას და იტალიას. მისი სიგრძეა 19,8 კმ.

1954 – ჰააგაში გაეროს ქვეყნებმა მიიღეს კონვენცია `შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ~.

1988 – საბჭოთა ჯარებმა ავღანეთი დატოვეს. დასრულდა ომი, რომელმაც მილიონზე მეტი ავღანელის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო საბჭოთა კავშირმა ოფიციალური მონაცემებით 15 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგა.

ღირსახსოვარი დღეები:

პარაგვაი – დამოუკიდებლობის დღე

ლიბერია – ინტეგრაციის დღე

ფილიპინები – კონსტიტუციის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი