დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 14 მარტი
წლის 75-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 291 დღე.
საეკლესიო კალენდარი
ღირსისა მოწამისა ევდოკიასი (დაახ. 160-170); მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა (III); მოწამისა ანტონინასი (III-IV); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახ. 450-460).
დაიბადნენ:
ჩვ. წ. აღ-მდე 234 წელი — მარკუს კატონ უფროსი, ძველი რომის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე და მწერალი.
1804 — იოჰან შტრაუსი, გერმანელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1849 წელს.
1879 — ალბერტ აინშტაინი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1955 წელს.
1886 — ვასილ ამაშუკელი, პირველი ქართველი კინოოპერატორი. გარდაიცვალა 1983 წელს.
1898 — არნოლდ ჩიქობავა, ენათმეცნიერი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1985 წელს.
1916 — გიორგი გულია, აფხაზი მწერალი.
1916 — აკაკი თოფურია, ლიტერატურადმცოდნე, კრიტიკოსი.
1942 — ელისო ვირსალაძე, საქართველოს სახალხო არტისტი. Pპიანისტი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი.
გარდაიცვალნენ:
1883 — კარლ მარქსი, მარქსიზმის თეორიის ფუძემდებელი.
1932 — ჯორჯ ისტმანი, კოდაკის კამერის გამომგონებელი.
1953 — კლემენტ გოტვალდი, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
მოვლენები:
1614 _ კახეთში შემოჭრილ შაჰ-აბასსა და თეიმურაზ I-ს შორის გაიმართა ჟალეთის ბრძოლა. თეიმურაზმა თავს ქართლში გაქცევით უშველა.
1881 წელი — ალექსანდრე III რუსეთის ტახტზე ავიდა.
1990 წელი — მიხეილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი გახდა.


