უკან

დღის კალენდარი

14 ნოემბერი, 2017 09:33
font-size

დღის კალენდარი - 14 ნოემბერი

წლის 319-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 47 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება უვეცხლოთა და საკვირველთმოქმედთა კოზმა და დამიანესი, _ რომელნი იყვნენ ასიით და დედისა მათისა ღირსი თეოდოტიასი; მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსისა და იაკობ ხუცესისა, სპარსეთს წამებულთა (დაახლ. 345); მოწამე კვირიანასი და იულიანასი (IV); მოწამე ერმინიგელდისა (586); მოწამეთა კესარიოსისა, დასიოსა და მათთანა ხუთთა მოწამეთა (VII).

მოწამენი კვირიან ტარსელი და იულიანა როსელი იმპერატორ მაქსიმიანე გალეროსის დროს შეიპყრო კილიკიის განმგებელმა მარკიანემ და ორივე მოწამენი სიკვდილით დასაჯა.

მოწამე ერმინიგელდმა, გოტფელმა მეფის ძემ უარყო არიანული მწვალებლობა და მართლმადიდებელ აღმსარებლად მოექცა. მეფე ლუვინგილდმა ვერ შესძლო კვლავ უწინდელ ცრუ-რწმენად მოექცია მისი ძე და ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ იგი. მაგრამ მისმა სიმტკიცემ და მხნეობამ რწმენაში, რომელიც მან მოწამებრივი აღსასრულის წინ გამოამჟღავნა, სინანული გაუღვიძა მის ხელმწიფე მამას.

ღირსმოწამე იაკობი ათონის დოქიარის მონასტერში აღიკვეცა ბერად. შემდეგ იგი უფლის პატიოსანი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემელის ივერთა მონასტერში გადავიდა. წმიდანი ღირს იქმნა ზეციურ გამოცხადებათა. მან საკვირველმოქმედებათა ძალიც მიიღო უფლისაგან. ეტოლიაში თავის მოწაფეებთან ერთად მოგზაურობისას ღირსი იაკობი მრავალთ განკურნავდა და დამოძღვრავდა ჭეშმარიტებით. მასთან ხალხი მიდიოდა შეწევნისათვის. ამისათვის შეიპყრეს ღირსი იაკობი თავის ორ მოწაფესთან ერთად და სასტიკად აწამეს.

დაიბადნენ:

1765 _ რობერტ ფულტონი, ამერიკელი გამომგონებელი, გარდაიცვალა 1815 წელს.

1771 _ მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა, ფრანგი ასტრონომი, ფიზიოლოგი, ექიმი. გარდაიცვალა 1802 წელს.

1797 _ ჩარლზ ლაიელი, ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გარდაიცვალა 1875 წელს.

1891 _ ფრედერიკ გრანტ ბანტინგი, კანადელი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1941 წელს.

1907 _ ასტრიდ ლინდგრენი, შვედი საბავშვო მწერალი ქალი, გარდაიცვალა 2002 წელს.

1907 _ მარიამ დავითაშვილი, თეატრის მსახიობი, გარდაიცვალა 1975 წელს.

1901 _ შალვა ნახუცრიშვილი, მეცნიერი_ბოტანიკოსი, გარდაიცვალა 1980 წელს.

1922 _ მურმან ლებანიძე, გამოჩენილი პოეტი, გარდაიცვალა 2002 წელს.

გარდაიცვალნენ:

1716 _ გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი, გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ისტორიკოსი.

1830 _ გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, გერმანელი ფილოსოფოსი.

1939 _ ალექსანდრე არსენიშვილი, კრიტიკოსი და მთარგმნელი.

1946 _ მანუელ დე ფალია, ესპანელი კომპოზიტორი და პიანისტი.

მოვლენები:

1716 წელი _ ევროპაში მოგზაურობის შემდეგ სულხან-საბა ორბელიანი სამშობლოში დაბრუნდა.

1900 წელი _ საფრანგეთის სენატმა ადვოკატურაში მუშაობის ნება დართო ქალებს.

1908 წელი _ ალბერტ აინშტაინმა გამოაქვეყნა სინათლის გავრცელების კვანტური თეორია.

1922 წელი _ ეთერში გავიდა ბი-ბი-სის პირველი გადაცემა.

1936 წელი _ სსრკ-ში ჩამოყალიბდა ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური.

1960 წელი _ შეიქმნა ოპეკის – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია.

1965 წელი _ აშშ-ს მთავრობამ 90 000 ჯარისკაცი გაგზავნა ვიეტნამში.

1968 წელი _ ევროპაში პირველად ჩატარდა ფილტვის ტრანსპლანტაციის ოპერაცია.

1969 წელი _ ამერიკული კოსმოსური ხომალდი „აპოლონ-12“, რომელზეც სამი კოსმონავტი იმყოფებოდა, მთვარის ზედაპირზე დაეშვა.

1994 წელი _ გაიხსნა სარკინიგზო მიმოსვლა პარიზსა და ლონდონს შორის ლა მანშის გვირაბის გავლით.

ღირსსახსოვარი დღეები:

დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე.

ხარისხის მსოფლიო დღე.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე