უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 ოქტომბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 14 ოქტომბერი

წლის 288-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 78 დღე.

საეკლესიო კალენდარი


დღესასწაული საუფლო კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღვთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა. საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.

მცხეთობა — სვეტიცხოვლობა.

მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი; წმიდა სიდონიასი და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა. წმიდა მელქისედეკ I საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (XVII), მოციქულ ანანიასი, სამეოცდაათთაგანისა (I); ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელისა (V); მოწამე დომნინე თესალონიკელისა (IV); ღირსი მოწამე მიქაელისა — ზობიელ იღუმენისა და მასთან 36 ღირსი მოწამეთა (780-790).

დაიბადნენ:

1585 – ჰენრიხ შიუტცი, გერმანელი კომპოზიტორი, კაპელმეისტერი, ორღანისტი, პედაგოგი, გარდაიცვალა 1672 წელს.

1633 – იაკობ II, დიდი ბრიტანეთის მეფე (1685-1688), გარდაიცვალა 1701 წელს.

1804 – გრიგოლ ორბელიანი, პოეტი. გარდაიცვალა 1883 წელს.

1842 – ვასილ ვერეშჩაგინი, რუსი ფერმწერი, გარდაიცვალა 1904 წელს.

1864 – სტეფან ჟერომსკი, პოლონელი მწერალი, გარდაიცვალა 1925 წელს.

1890 – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერი, აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი, გარდაიცვალა 1969 წელს.

1891 – გრიგოლ რობაქიძე, მწერალი, გარდაიცვალა 1962 წელს.

1895 – სიმონ ყაუხჩიშვილი, ფილოლოგი, აკადემიკოსი, გარდაიცვალა 1981 წელს.

გარდაიცვალნენ:

1956 – იუხო კუსტი პაასიკივი‚ ფინეთის პრემიერ-მინისტრი (1918; 1944-1946), 1946 წლიდან ფინეთის პრეზიდენტი, დაიბადა 1870 წელს.

1960 – აბრამ იოფე, საბჭოთა ფიზიკოსი, აკადემიკოსი, დაიბადა 1880 წელს.

1985 – ემილ გილელსი, მევიოლინე, დაიბადა 1916 წელს

1990 – ლეონარდ ბერნშტეინი, ამერიკელი კომპოზიტორი და დირიჟორი.

მოვლენები:

1066 წელი _ გაიმართა ჰასტინგის ბრძოლა ნორმანდიის ჰერცოგ უილიამსა და ინგლისის მეფე ჰაროლდს შორის. ნორმანდელების გამარჯვების შედეგად ინგლისის მეფედ ეკურთხა უილიამი.

1918 წელი – თურქეთის მთავრობამ აშშ-ს პრეზიდენტ ვილსონს გაუგზავნა წერილი სამშვიდობო წინადადებებით.

1920 წელი – საბჭოთა კავშირმა ფინეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა.

1933 წელი – გერმანია გამოვიდა ერთა ლიგიდან და გამოიწვია თავისი დელეგაცია განიარაღების კონფერენციიდან.

1944 წელი – ბრიტანეთის ჯარმა გაათავისუფლა ათენი გერმანელი ფაშისტებისაგან.

1946 წელი – დაფუძნდა საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაცია.

1964 წელი – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი გახდა.

1964 წელი – ამერიკელ შავკანიანების ლიდერს მარტინ ლუთერ კინგს მიანიჭეს ნობელის პრემია.

1981 წელი – ხოსნი მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა.

2000 წელი – წარმატებით გაუშვეს ამერიკული კოსმოსური ხომალდი „დისქავერი“ შვიდი ასტრონავტით ბორტზე.

2002 წელი – საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

ღირსსახსოვარი დღეები:

სტანდარტიზაციის საერთაშორისო დღე;

იემენის დემოკრატიული რესპუბლიკა — ეროვნული დღე.