უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

დღის კალენდარი 14 სექტემბერი

წლის 257-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 108 დღე.

საეკლესიო კალენდარი

გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტიონისა ანუ ეკლესიურის ახლისა წელიწადისა. კრება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (ხსენება წმიდა ხატის პოვნისა) (864); ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, არქიმანდრიტისა ( 459); მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ებოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა ნავესი (XVI ს. ქრისტეს შობამდე).

სვიმეონი დაიბადა კაპადოკიის სოფელ სისანში, ღვთისმოშიში ქრისტიანების – სუსოტიანესა და მართას ოჯახში. როცა სვიმეონს 18 წელი შეუსრულდა, მან მონაზვნობა მიიღო, ბერად აღიკვეცა და მკაცრი მარხვისა და განუწყვეტელი ლოცვა-ვედრების ღვაწლს მიეცა. შემდეგ ღირსი სვიმეონი განმარტოვდა, თვითონვე აიგო ოთხი მეტრი სიმაღლის სვეტი, მომცრო საკანი მოიწყო მასზე და დაიწყო ასკეტური ცხოვრება მკაცრი მარხვითა და მძაფრი ლოცვით. წმიდანი გამუდმებით ზრდიდა თავისი სვეტის სიმაღლეს. მისი სვეტის უკანასკნელი სიმაღლე ორმოც წყრთას აღწევდა. დედაკაცთ აკრძალული ჰქონდათ სვეტთან მიახლოება. ამ მხრივ ღირსმა სვიმეონმა საკუთარი დედისთვისაც არ დაუშვა გამონაკლისი. დედა ვერ ეღირსა თავისი წმიდა და მკაცრად მოსარგე ძის ნახვას და სვეტის გალავანთან მიაბარა უფალს სული. ადამიანებს აოცებდათ წმიდანის სულიერი სიმხნევე და მისი ხორციელი სიმტკიცე, რითაც თვით უფალმა დააჯილდოვა თავისი სათნომყოფელი.

პირველი, ვინც ღირსი მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, იყო მისი ერთ-ერთი მოწაფე – ღირსი ანტონი. წმიდანი მისსავე სვეტის სიახლოვეს დაკრძალეს. ღირსმა ანტონმა კი თავისი დიდი მოძღვრის მოღვაწეობის ადგილზე მონასტერი დააარსა.

ხსენება წმიდა მოწამის აითალე დიაკვნისა. წმიდა აითალე ქრისტეს სახელის აღიარებისათვის მაზდეანებმა ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა 380 წელს.

ხსენება 40 წმიდა მმარხველი ქალწულისა და მათი მოძღვრის ამმონ დიაკვნისა.

ისინი ევნენ ქრისტეს სახელისათვის მაკედონიის ქალაქ ანდრიაპოლისში. ქალაქის გამგებელმა მრავალი მძიმე სატანჯველით ტანჯა ეს მოწამენი, რათა ქრისტესაგან განდგომაზე და კერპთათვის თაყვანისცემაზე დაეთანხმებინა, მაგრამ ამაოდ – წმიდანთა ნება შეურყეველი იყო. მათ სიმტკიცით აღიარეს თავიანთი რწმენა ქრისტესი და უარი თქვეს კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე. ისინი ცოცხლად დაწვეს.

ხსენება კალისტასი და მის ღვიძლი ძმებისა – ევოდისა და ერმოგენისა. ისინი ქალაქ ნიკომიდიის მკვიდრნი იყვნენ. ქრისტეს რწმენის აღიარებისათვის წარუდგნენ წარმართი მსაჯულის სამსჯავროს, რისთვისაც მათ თავები მოჰკვეთეს.

ხსენება წმიდა ისო ნავინისა. წმიდა მოსე წინასწარმეტყველის გარდაცვალების შემდეგ იგი ისრაელი ერის წინამძღოლი იყო. უფალმა მრავალი დიდი სასწაული მოუვლინა ისრაელ ერს ისო ნავინის მეშვეობით. იგი 110 წლისა აღესრულა შობითგან (XIV ს. ქრისტეს შობამდე).

დაიბადნენ:

1849 – ივან პავლოვი, რუსი მეცნიერი, ფიზიოლოგი.

1873 – მიხეილ მამულაშვილი, მებაღე-დეკორატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1915 – სერგო კობალაძე, ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1934 – ამირან ჭიჭინაძე, კინოდრამატურგი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

1942 – ელისო ვირსალაძე, ცნობილი ქართველი პიანისტი.

გარდაიცვალნენ:

1984 – ნოდარ დუმბაძე, მწერალი.

1901 – უილიამ მაკ-კინლი, აშშ-ს 25-ე პრეზიდენტი.

1927 – აისედორა დუნკანი, ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე ქალი.

მოვლენები:

1812 წელი – ნაპოლეონ ბონაპარტემ აიღო მოსკოვი.

1829 წელი _ დაიდო ადრიანოპოლის ზავი. დასრულდა რუსეთ-თურქეთის 1828_1829 წლების ომი. რუსეთის ხელში გადავიდა ქართული ქალაქები _ ფოთი, ახალქალაქი, ახალციხე, და ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ნაწილი.

1866 წელი – ჯორჯ ანდერსონმა დააპატენტა საბეჭდი მანქანის ლენტი.

1901 წელი – აშშ-ს პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი მანქანის ბორბალში შარფის ჩაყოლამ იმსხვერპლა.

1959 წელი – „ლუნა II“ მსოფლიოში პირველმა მიაღწია მთვარეს.

1984 წელი – ჯო ქეთინგერი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც აეროსტატით ატლანტიკის ოკეანეს გადაუფრინა.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ _ სახელმწიფო ჰიმნის დღე.

გვატემალა, ნიკარაგუა _ სან-ხასინტოს დღე.

სურათზე: ნოდარ დუმბაძე, მწერალი.

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე