უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

14 თებერვალი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 14 თებერვალი

წლის 45-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 320 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მოწამისა ტრიფონისა (250); მოწამეთა: პერპეტუასი, სატირისა, რევოკატისა, სატორნილესი, სეკუნდესი და ფილიციტატასი (202-203); ღირსისა პეტრე გალატიელისა (429); ღირსისა ბენდიმიანესი, ბითვინიელი მეუდაბნოისა (დაახ. 512).
დაიბადნენ:

1840 – კლოდ მონე, ფრანგი მხატვარი, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. გარდაიცვალა 1926 წელს.

1850 – იოსებ ბაქრაძე, პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1904 წელს.

1855 – სიმონ კლდიაშვილი, არქიტექტორი, თბილისის უნივერსიტეტის შენობის ავტორი. გარდაიცვალა 1920 წელს.

1869 – ჩარლზ ვილსონი, ინგლისელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1928 – გურამ პატარაია, კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1983 წელს.

1930 – დურსუნ ბალაძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

1933 – იოსებ (სოსო) ქოიავა, მოქანდაკე, პროფესორი.

გარდაიცვალნენ:

1400 – რიჩარდ II, ინგლისის მეფე, პლანტაგენეტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი.

1525 – ფიორენცო დი ლორენცო, ადრეული რენესანსის ხანის იტალიელი მხატვარი.

1875 – მიხეილ თუმანიშვილი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალური კრიტიკოსი, ეთნოგრაფი.

1961 – აკაკი ბელიაშვილი, მწერალი, სცენარისტი.

1970 – ნიკოლოზ ალექსიძე, ენტომოლოგი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

1975 – ჯულიან ჰაქსლი, ინგლისელი ბიოლოგი და ფილოსოფოსი.

მოვლენები:

1120 – დავით აღმაშენებელმა აიღო შირვანის ქალაქი ყაბალა.

1918 – შემოვიდა ახალი სტილის (გრიგორიანული) კალენდარი.

1966 – სსრკ-ს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ცნობილ მწერლებს ა.სინიავსკის და ი. დანიელს ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისათვის, 7 წელი სინიავსკის მიესაჯა, დანიელს — 5.

1972 – საპლანეტათაშორისო ავტომატურმა კოსმოსურმა სადგურმა „ლუნა-20“-მა მიაღწია მთვარის ზედაპირს.

1979 – თეირანში (ირანი) დემონსტრანტებმა ამერიკის საელჩოს შენობა აიღეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღეა — შეყვარებულთა დღე.

ლიხტენშტეინი – დიდი მთავრის დაბადების დღე.

ლიბერია – ცოდნის დღე.

მექსიკა – ეროვნული გლოვის დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`