უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 აპრილი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 15 აპრილი

წლის 106-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 260 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრება ღირსთა მამათა, სინას წმინდა მთაზე მოსაგრეთა

ღირსისა გიორგი მაწყვერელისა (IX-X); ღირსისა ტიტე სასწაულთმოქმედისა (IX); მოწამეთა: ამფიანესი და ედესისა (306); მოწამისა პოლიკარპესი (IV).

დაიბადნენ:

1266 _ ჯოტო, დიდი იტალიელი ფერმწერი, პროტორენესანსის წარმომადგენელი. გარდაიცვალა 1337 წელს.

1452 _ ლეონარდო და ვინჩი, იტალიელი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი. გარდაიცვალა 1519 წელს.

1707 _ ლეონარდ ეილერი, მათემატიკოსი, მექანიკოსი, ფიზიკოსი და ასტრონომი. მოღვაწეობდა რუსეთში. გარდაიცვალა 1783 წელს.

1800 _ ჯეიმს როსი, ინგლისელი მეზღვაური, მკვლევარი. გარდაიცვალა 1862 წელს.

1812 _ თეოდორ რუსო, ფრანგი მხატვარ-პეიზაჟისტი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1843 _ ჰენრი ჯეიმსი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1886 _ ნიკოლაი გუმილევი, რუსი პოეტი, აკმეისტი. 1921 წელს კონტრევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დახვრიტეს.

1898 _ დავით კაპანაძე, გამოჩენილი ნუმიზმატი, პროფესორი. გარდაიცვალა 1971 წელს.

1909 _ ალექსანდრე კალანდაძე, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. გარდაიცვალა 1976 წელს.

1929 _ მარტინ ლუთერ კინგი, სასულიერო მოღვაწე, სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი.

1944 _ ჯოხარ დუდაევი, დამოუკიდებელი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1997 წელს.

გარდაიცვალნენ:

1765 _ მიხაილ ლომონოსოვი, ცნობილი რუსი მეცნიერი, მწერალი.

1772 _ ეტიენ სენტ-ილერი, ფრანგი ნატურალისტი.

1980 _ ჟან-პოლ სარტრი, ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი.

1990 _ გრეტა გარბო, ცნობილი შვედი მსახიობი.

მოვლენები:

1795 წელი _ რუსეთის იმპერიამ ლიტვა დაიპყრო.

1874 წელი _ პარიზში გაიმართა პირველი მხატვარ-იმპრესიონისტების გამოფენა.

1922 წელი _ კანადელმა ფიზიოლოგებმა ინსულინი აღმოაჩინეს.

1951 წელი _ ლონდონში პირველად ჩატარდა `მის სამყაროსა~ და `მის მსოფლიოს~ პირველი კონკურსი.

ღირსსახსოვარი დღეები:

ამერიკის შეერთებული შტატები _ გადასახადების დღე.

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019