უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 იანვარი, 2020 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 15 იანვარი

წლის მე-15 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 350 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდათა შორის მამისა ჩვენისა სილიბისტრო რომის პაპისა (335). მოწამისა თეოგენისა, პარიელ ეპისკოპოსისა (დაახლ. 310). ღირსი სერაფიმე საროველისა — სასწაულთმოქმედისა (1833), მოწამისა გიორგი გურჯისა (1770-1777), მოწამისა ბასილი ანკვირელისა, რომელი იწამა კესარიას, ღირსი დედისა თეოდოტიას; მღვდელმოწამე ისიდორესი, ანტიოქიის ასურეთიდან,; ღირსისა მარკოზ ყრუისა; კოზმა I-სა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა (1081); მართლისა სერიოლოს ვალიელისა (VI).

წმიდა პაპი რომისა სილიბისტრო დაიბადა რომში ღვთისმოშიში ქრისტიანების, რუთინესა და იუსტის ოჯახში. მოძღვარმა კვირინემ სილიბისტროს კარგი განათლება მისცა და ჭეშმარიტ ქრისტიანადაც აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა დაიწყო მწირებსა და ღარიბებზე ზრუნვა. ქრისტიანთა დევნის დროს შეიფარა ეპისკოპოსი ტიმოთე. მალე სილიბისტრო შეიპყრო ქალაქის მმართველმა ტარკვინიუსმა, რომელიც ქრისტესგან განდგომას აიძულებდა. ის დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი გარდაიცვალა და სილიბისტრომ თავისუფლება მიიღო. 30 წლის ასაკში ის რომის პაპმა მარცელინმა მიიღო რომის ეკლესიის სამღვდელოთა შორის და ჯერ დიაკვნად აკურთხა, მცირე ხნის შემდეგ კი ხუცესად დაასხა ხელი. რომის პაპის მელიქიადეს გარდაცვალების შემდეგ რომის ეპისკოპოსად წმიდა სილიბისტრო აირჩიეს. წმიდა პაპი სილიბისტრო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში რომის ეკლესიას განაგებდა. იგი მშვიდობით ჩაბარდა უფალს ღრმად მოხუცებული.

წმიდა მღვდელმოწამე თეოგენი მცირე აზიის ქალაქ პარიის ეპისკოპოსი იყო IV საუკუნის დასაწყისში. კონსტანტინე დიდის თანაგანმგებლის, იმპერატორ ლიკინიუსის მეფობის დროს თეოგენს აიძულებდნენ მიეტოვებინა სამღვდელო ღირსება და სამხედრო სამსახურში ჩამდგარიყო. თეოგენმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც სასტიკად ჰგვემეს ჯოხებითა და საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ ზღვაში დახრჩობა გადაუწყვიტეს. აღსასრულის წინ წმიდანმა მცირე დრო ითხოვა ლოცვისთვის, რის დროსაც თეოგენი ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა. მღვდელმთავარმა თეოგენმა მოწამეობრივი აღსასრული დაახლოებით 320 წელს მიიღო.

დაიბადნენ:

1622 — მოლიერი (ჟან ბატისტ პოკლენი), ფრანგული კლასიციზმის ხანის დიდი დრამატურგი. გარდაიცვალა 1673 წელს.

1809 — პიერ ჟოზეფ პრუდონი, ფრანგი სოციალისტი, ანარქიზმის თეორეტიკოსი. გარდაიცვალა 1865 წელს.

1821 — მიხაილ სალტიკოვ-შჩედრინი, გამოჩენილი რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1889 წელს.

1841 — არხიპ კუინჯი, ცნობილი რუსი მხატვარი. გარდაიცვალა 1918 წელს.

1845 — ნიკო ცხვედაძე, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. სათავეში ჩაუდგა თბილისის ქართული გიმნაზიის (მომავალი ქართული უნივერსიტეტისთვის გათვალისწინებული შენობის) აგების საქმეს. გარდაიცვალა 1911 წელს.

1850 — სოფია კოვალევსკაია, ცნობილი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1891 წელს.

1888 _ ვასილ ვარაზაშვილი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1891 — ოსიპ მანდელშტამი, გამოჩენილი რუსეთელი პოეტი. დახვრიტეს 1938 წელს.

1909 — იოსებ თუმანოვი (თუმანიშვილი), ცნობილი თეატრალური მოღვაწე, მოღვაწეობდა რუსეთში.

1921 — ჯუმბერ ჭუმბურიძე, ქართველი ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი.

1929 — მარტინ ლუთერ კინგი, ამერიკელი რელიგიური მოღვაწე, პასტორი. გარდაიცვალა 1968 წელს.

გარდაიცვალნენ:

1815 — ემა ჰამილტონი, ადმირალ ნელსონის საყვარელი.

1934 — ბარ ჰერმანი, ავსტრიელი მწერალ-დრამატურგი.

მოვლენები:

1703 წელი — მოსკოვში გამოვიდა პირველი ნომერი გაზეთისა „რუსული უწყებანი“.

1759 წელი — ლონდონში ბრიტანეთის მუზეუმი გაიხსნა.

1797 წელი — ავსტრიამ, პრუსიამ და რუსეთმა პოლონეთი საბოლოოდ, მესამედ გაიყვეს.

1880 წელი — ლონდონის სატელეფონო კომპანიამ გამოუშვა პირველი სატელეფონო წიგნი, სადაც 255 სახელი შევიდა.

1892 წელი — ქალაქ სპრინგფილდის უნივერსიტეტის გაზეთში პირველად დაიბეჭდა კალათბურთის თამაშის წესები.

1897 წელი — რუსეთში ოქროს მიმოქცევა დაიწყო. გაჩნდა ოქროს მონეტები — იმპერიალი და ნახევარიმპერიალი, ოქროზე იცვლებოდა სხვა დანარჩენი ფულადი ნიშნები. რუბლი ყველაზე მყარი ვალუტა გახდა მსოფლიოში.

1922 წელი — მაიკლ კოლინზი გახდა ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს დროებითი მთავრობის პირველი პრემიერ-მინისტრი.

1943 წელი — დასრულდა პენტაგონის მშენებლობა, რომელიც 16 თვეს გრძელდებოდა და 83 მილიონი დოლარი დაჯდა.

1971 წელი — ეგვიპტეში საზეიმოდ გაიხსნა ასუანის კაშხალი.

1973 წელი — აშშ-ს პრეზიდენტმა ნიქსონმა შეწყვიტა სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ.

1992 წელი — ევროპულმა კავშირმა ცნო სლოვენიისა და ხორვატიის დამოუკიდებლობა, რითაც დაიწყო ყოფილი იუგოსლავიის დაშლა.

2010 - ათასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება მოხდა აფრიკის, ინდოეთის ოკეანისა და აზიის ტერიტორიაზე.

ღირსსახსოვარი დღეები:

იაპონია — სრულწლოვანთა დღე.

ვენესუელა — მასწავლებლის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე