უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 ივლისი, 2020 09:22
font-size

დღის კალენდარი - 15 ივლისი

წლის 187-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 179 დღე.

საეკლესიო კალენდარი

დადება პატიოსნისა სამოსნისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V); იუბენალისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (დაახლ. 458).

ბიზანტიის იმპერატორ ლევ დიდი მაკედონელის დროს მეფესთან დაახლოებული ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში წმიდა ადგილებში სალოცავად გაემგზავრნენ. ერთ დღეს მათ ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში, ერთი მოხუცი ებრაელის სახლში გაათიეს ღამე. მათი ყურადღება მუდმივად დანთებულმა სანთლებმა მიიპყრო. ღვთისმოსავმა ქალმა მათ აუწყა, რომ იგი დიდ სიწმიდეს _ ღვთისმშობლის სამოსელს ინახავდა. ღვთისმშობელმა მიძინების წინ თავისი სამოსელი ერთ-ერთ უახლოეს ქალწულს დაუტოვა იმ პირობით, რომ იგი მას ქალწულსავე გადასცემდა. ის ქალწული ჩემი ნათესავი იყო და ასე თაობიდან თაობას გადასცემდნენ ჩვენი ოჯახის ქალწულები სამოსელს, ვიდრე მე არ შემხვდაო, _ მოუთხრო მოხუცმა მათ.

ძვირფასი კიდობანი, რომელშიც წმიდა სამოსელი იდო, კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. მოგვიანებით ვლაქერნში, ზღვის ნაპირზე აიგო ღვთისმშობლის სახელობის ახალი ტაძარი, სადაც 15 ივლისს მღვდელმთავარმა გენადიმ ზეიმით გადაასვენა სამოსელი და ახალ კიდობანში ჩაასვენა.

წმიდა ღვთისმშობელმა არაერთხელ გადაარჩინა ქალაქი, რომელსაც მან თავისი სამოსელი უბოძა. ღვთისმშობელი მუდამ იფარავდა თავის რჩეულ ქალაქს.

დაიბადნენ:

1606 _ ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტი, დიდი ჰოლანდიელი ფერმწერი. გარდაიცვალა 1669 წელს.

1872 _ ია ეკალაძე (იაკობ ცინცაძე), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1933 წელს.

1875 _ იეთიმ გურჯი, აშუღი. გარდაიცვალა 1940 წელს.

1913 _ ინეს ჰამონდი, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1919 _ აირის მერდოკი, ირლანდიელი მწერალი. გარდაიცვალა 1999 წელს.

1922 _ ლეონ ლედერმანი, ამერიკელი ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი.

1931 _ ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი. გარდაიცვალა 2019 წელს

გარდაიცვალნენ:

1904 _ ანტონ ჩეხოვი, რუსი მწერალი.

1916 _ ილია მეჩნიკოვი, ბიოლოგი, იმუნოლოგი და ბაქტერიოლოგი.

1977 _ ფედინ კონსტანტინ ალექსანდროვიჩი, რუსი მწერალი.

მოვლენები:

1410 წელი _ გაიმართა გრიუნვალდის ბრძოლა. პოლონეთ-ლიტვა-რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს ტევტონთა ორდენის ლაშქარი.

1828 წელი _ რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო ფოთი.

1916 წელი _ დაარსდა ბოინგის კომპანია.

1921 წელი _ სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე დაარსდა ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

1940 წელი _ დაარსდა თბილისის პედაგოგიური სასწავლებელი. 1940 წელს ამ სასწავლებელს იაკობ გოგებაშვილის სახელი მიენიჭა.

1965 წელი _ აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც მოითხოვდა სიგარეტის კოლოფებზე აღენიშნათ გაფრთხილება, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

1965 წელი _ ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა მარინერმა გადმოსცა მარსის პირველი გამოსახულება.

1975 წელი _ გაუშვეს კოსმოსური ხომალდები `სოიუზ-19” და `აპოლონ-18”. დაიწყო რუსეთ-ამერიკის ერთობლივი პროექტი `სოიუზ-აპოლონი”.

1989 წელი _ აფხაზ ექსტრემისტთა სისხლიან აქციას შეეწირნენ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანები.

1990 წელი _ თამილ ირანის სეპარატისტებმა შრი-ლანკაში ამოხოცეს 168 მუსლიმანი.

1991 წელი _ ამერიკის ჯარებმა დატოვეს სამხრეთ ერაყის ტერიტორია.

1996 წელი _ პრინც ჩარლზმა და პრინცესა დაიანამ ხელი მოაწერეს განქორწინებაზე.

ღირსსახსოვარი დღეები:

ბრუნეი _ სულთანის დღე.

ბოსტვანა _ პრეზიდენტის დღე.

აშშ _ მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნის დღე

იაპონია — ზრდასრულების დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე