უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 მაისი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 15 მაისი

წლის 126-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 230 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდათა შორის მამისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა (373); წმიდა მოწამე ესპერ და ზოიასი და ძეთა მათთა კირიაკე და თეოდულესი (II); წმიდა კეთილმსახურისა მთავრისა, მოციქულთა სწორისა ბორის — მიხეილ, ბულგარელისა (906-907); წმიდა კეთილმსახურთა მთავართა რუსეთისა ბორისისა და გლებისა (1072 და 1175).

წმიდა მღვდელმთავარი ათანასე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს, ქალაქ ალექსანდრიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. იგი ქრისტიანობას ქადაგებდა და დაუღალავად წერდა ეპისტოლეებსა თუ ტრაქტატებს არიოსის მწვალებლობის წინააღმდეგ. როცა ივლიანე განდგომილმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაწყო, მისი რისხვა, უპირველეს ყოვლისა, მღვდელმთავარ ათანასეს ეწია, რომელიც უდიდეს ბურჯად ითვლებოდა მართლმადიდებელი აღმსარებლობისა. ივლიანეს წმიდა ათანასეს მოკვლა ჰქონდა განზრახული, რითაც უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა ქრისტიანობას, მაგრამ ღვთის ნებით მალე თავად დაიღუპა ერთ-ერთ ბრძოლაში.

მისი სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავარი ათანასე კიდევ შვიდი წლის განმავლობაში განაგებდა ალექსანდრიის ეკლესიას და მშვიდობით მიაბარა სული უფალს 373 წელს.

წმიდა მოწამენი ესპერი, მისი მეუღლე ზოია და მათი ძენი ქრისტეს სარწმუნოებისათვის ევნენ იმპერატორ ადრიანეს მიერ გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს.

დაიბადნენ:

1567 – კლაუდიო მონტევერდი, იტალიელი კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1643 წელს.

1845 – ილია მეჩნიკოვი, რუსი ემბრიოლოგი, ფიზიოლოგი და პათოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1916 წელს.

1891 – მიხაილ ბულგაკოვი, რუსი მწერალი. გარდაიცვალა 1940 წელს.

1893 _ კონსტანტინე გამსახურდია, დიდი მწერალი-კლასიკოსი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1975 წელს.

1895 _ იოსებ ჟორდანია, ექიმი, აკადემიკოსი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1921 _ მედეა ჩახავა, მსახიობი. გარდაიცვალა 2009 წელს.

1925 _ ირაკლი ღუდუშაური, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

1934 _ გივი ბერიკაშვილი, მსახიობი. გარდაიცვალა 2018 წელს

გარდაიცვალნენ:

1857 – ვასილ ტროპინინი, ცნობილი რუსი მხატვარი-პორტრეტისტი.

1935 – კაზიმირ მალევიჩი, მხატვარი, ევროპული ავანგარდიზმის ერთ-ერთი კორიფე.

მოვლენები:

1867 – რუსეთში შეიქმნა წითელი ჯვრის საზოგადოება.

1879 – დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.

1922 – უმაღლეს სამხატვრო ტექნიკურ სახელოსნოთა ბაზაზე გაიხსნა თბილისის სამხატვრო აკადემია – უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოში.

1948 – დაიწყო არაბულ სახელმწიფოთა პირველი ომი ისრაელის წინააღმდეგ.

1955 – ავსტრია გამოცხადდა დამოუკიდებელ, ნეიტრალურ სახელმწიფოდ.

1990 – კრისტის აუქციონზე ცნობილი მხატვრის ვან გოგის ფერწერული ნამუშევარი „დოქტორ გაშეს პორტრეტი” რეკორდულ ფასად – 82.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1991 – საფრანგეთის მთავრობას პირველად სათავეში ჩაუდგა ქალი – ედიტ კრესონი, რომელიც ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის აპრილამდე იყო.

ღირსსახსოვარი დღეები:

ოჯახის საერთაშორისო დღე (აღინიშნება 1994 წლიდან, გაეროს გადაწყვეტილებით).

ავსტრია _ დამოუკიდებლობის დღე.