უკან

დღის კალენდარი

15 მარტი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი - 15 მარტი

წლის 76-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 290 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამისა თეოდოტე აღმსარებელისა, კვირინელი ეპისკოპოსისა (326); ქალწულმოწამისა ევთალიასი (257); მოწამისა ტროადისა და მისთანა წამებულთა (III); ღირსისა აგათონ ეგვიპტელისა (V); 440-თა იტალიელ მოწამეთა (579); წმ. არსენი ტვერელი ეპისკოპოსისა (1409); წმ. ნიკოლოზ პლანასი (1932).

დაიბადნენ:

1767 _ ენდრიუ ჯექსონი, აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1845 წელს.

1854 _ ემილ ადოლფ ფონ ბერინგი, გერმანელი ბაქტერიოლოგი და იმუნოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1917 წელს.

1868 _ თედო სახოკია, მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1956 წელს.

1879 _ ანრი ვალონი, ფრანგი ფსიქოლოგი და საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1962 წელს.

1909 _ გრიგოლ კიკნაძე, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. გარდაიცვალა 1974 წელს.

1937 _ შოთა იამანიძე, გამოჩენილი სპორტსმენი, ფეხბურთელი. გარდაიცვალა 1971 წელს.

1948 _ ლევან თედიაშვილი, სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა).

გარდაიცვალნენ:

ძვ.წ.44 _ მოკლეს იულიუს კეისარი, რომაელი მხედართმთავარი, დიქტატორი.

1534 _ ანტონიო კორეჯო, მაღალი აღორძინების პერიოდის იტალიელი ფერმწერი.

1673 _ სალვატორ როზა, იტალიელი მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი, მსახიობი.

1947 _ ჟან რიშარ ბლოკი, ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1970 _ ჯოზეფ მარტინ ბაუერი, მწერალი.

მოვლენები:

1493 _ ქრისტეფორე კოლუმბი პირველი მსოფლიო მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა ესპანეთში.

1744 _ საფრანგეთის მეფე ლუი XV ომი გამოუცხადა ინგლისს.

1818 _ ალექსანდრე I-ის ეგიდით შეიმუშავეს რუსეთის პირველი კონსტიტუცია.

1892 _ ამერიკელმა გამომგონებელმა ჯესი რენომ გამოიგონა პირველი ესკალატორი.

1939 _ გერმანიამ დაიპყრო ჩეხოსლოვაკია.

ღირსსახსოვარი დღეები:

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე.

უნგრეთი — 1848 წლის რევოლუციის დაწყების დღე.

ბელორუსი — კონსტიტუციის დღე.

ლიბერია — რობერტსის დღე.