უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

15 ოქტომბერი, 2021 07:55
font-size

დღის კალენდარი - 15 ოქტომბერი

წლის 288-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 77 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა: დავით და კონსტანტინესი, მხეიძეთა (740). მღვდელმოწამე კვიპრიანესი და მოწამეთა: იუსტინასი და თეოქტისტესი (304); ნეტარი ანდრიასი, ქრისტესთვის სალოსისა (936).

დაიბადნენ:

ჩვ. წ-მდე 70 წ. – ვირგილიუსი, რომაელი პოეტი, გარდაიცვალა ჩვ. წ-მდე 19 წელს.

1608 – ევანგელისტა ტორიჩელი, იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი, გალილეო გალილეის მოწაფე. გარდაიცვალა 1647 წელს.

1814 – მიხაილ ლერმონტოვი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1841 წელს.

1827 – მიხაი ზიჩი, უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი, `ვეფხისტყაოსნის” დამსურათებელი. გარდაიცვალა 1906 წელს.

1829 – ასაფ ჰალი, ამერიკელი ასტრონომი, 1877 წელს აღმოაჩინა მარსის ორი თანამგზავრი _ დეიმოსი და ფობოსი. გარდაიცვალა 1907 წელს.

1844 – ფრიდრიხ ნიცშე, გერმანელი ფილოსოფოსი. გარდაიცვალა 1900 წელს.

1859 – კოსტა ხეთაგუროვი (ხეთაგათი), ოსი პოეტი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, გარდაიცვალა 1906 წელს.

1897 – ილია ილფი (ილია ფაინზილბერგი), საბჭოთა მწერალი. დახვრიტეს 1937 წელს.

1903 – კონსტანტინე ლესელიძე, საბჭოთა მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, გარდაიცვალა 1944 წელს.

1905 – ჩარლზ პერსი სნოუ, ინგლისელი მწერალი. გარდაიცვალა 1980 წელს.

1920 _ მიხეილ შავიშვილი, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი. გარდაიცვალა 1998 წელს.

1923 – იტალო კალვინო, იტალიელი მწერალი. გარდაიცვალა 1985 წელს.

გარდაიცვალნენ:

1817 – ტადეუშ კოსტიუშკო, პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, 1793 წლის პოლონეთის აჯანყების ბელადი, მონაწილეობდა ჩრდილოეთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომში 1775-1783 წლებში.

1833 – მიხალ ოგინსკი, პოლონეთის ელჩი ინგლისსა და ჰოლანდიაში, კოსტიუშკოს შეთქმულების მონაწილე.

1934 – რაიმონ პუანკარე, ფრანგი პოლიტიკოსი.

1972 - პოლიარპე კაკაბაძე, ქართველი დრამატურგი.

მოვლენები:

1582 წელი – გრიგორიანული კალენდარი მიიღეს იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ და საფრანგეთმა; 5 ოქტომბერი შეიცვალა 15 ოქტომბრით.

1666 წელი – ინგლისის მეფე ჩარლზ II შემოიღო ახალი მოდა — მან პირველად ჩაიცვა ჟილეტი.

1860 წელი – თერთმეტი წლის გრეის ბედელი წერს აბრაამ ლინკოლნს წერილს და ურჩევს მას წვერის მოშვებას. პრეზიდენტმა მისი რჩევა მიიღო.

1880 წელი – 632 წლის შემდეგ დასრულდა კიოლნის ტაძრის მშენებლობა.

1915 წელი – დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა ბულგარეთს.

1962 წელი – ლონდონში შეიქმნა „საერთაშორისო ამნისტია“, რომლის ძირითადი მიზანია საყოველთაო ბრძოლა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ.

1963 წელი – გერმანიის კანცლერად აირჩიეს ლუდვიგ ერჰარდი.

1964 წელი – მარტინ ლუთერ კინგს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.

1970 წელი – მამა-შვილმა ბრაზინსკასებმა გაიტაცეს თვითმფრინავი ან-24 და მოითხოვეს თურქეთში გაფრენა.

1990 წელი – მიხეილ გორბაჩოვს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

1994 წელი – ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში გახდნენ პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი და ისრაელის ხელმძღვანელები შიმონ პერესი და იცხაკ რაბინი.

1994 წელი – სამწლიანი დევნილობის შემდეგ ჰაიტიზე დაბრუნდა კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი არისტიდი.

1997 წელი – ინგლისელმა პილოტმა ენდი გრინმა სიჩქარის ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (763,035 მილი/სთ) და პირველმა გადალახა ბგერის სიჩქარის ბარიერი ხმელეთზე.

ღირსსახსოვარი დღეები:

იამაიკა — გმირების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი