უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

16 ივნისი, 2021 08:57
font-size

დღის კალენდარი - 16 ივნისი

წლის 168-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 198 დღე.

საეკლესიო კალენდარი


ღირსისა დოდო გარეჯელისა (596), მოწამეთა: ლუკილიანესი, კლავდისა, იპატისა, პავლესი, დიონისესი და ქალწულმოწამისა პავლასი (270-275); მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლიანე დიაკონისა, მარკელინესი და სტურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (81-96).

ლუკილიანე წარმართული ღვთაების ქურუმი იყო რომის იმპერატორ ავრელიანეს დროს. სიბერის ჟამს დარწმუნდა წარმართული რელიგიის სიყალბეში, სულითა და გულით ქრისტიანობა შეიყვარა და მოინათლა კიდეც.

მისი ქადაგების შედეგად ბევრი კერპთაყვანისმცემელი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაშინ იუდეველებმა მათ მიერ ნაწამები ქრისტეს მოძღვრების გავრცელებისათვის დაასმინეს ლუკილიანე ქალაქ ნიკოდიმიის მმართველ სილვანუსთან, რის შემდეგაც წმიდანი დილეგში ჩააგდეს, სადაც იგი ოთხ ქრისტიან განდეგილს კლავდიუსს, იპატის, პავლეს და დიონისეს შეხვდა. წმიდა ლუკიანე უქადაგებდა მათ მტკიცედ მდგარიყვნენ თავიანთ რწმენაზე, არ შეშინებოდათ ტანჯვა-წამებისა და სიკვდილისა.

მოგვიანებით წმიდანები სასტიკად აწამეს.

მღვდელმოწამე ლუკიანე რომის მოქალაქე იყო. კერპთაყვანისმცემლობისას ლუკიუსს უწოდებდნენ.

ქრისტიანად იგი პეტრე მოციქულმა მოაქცია და მონათლა კიდეც. მოციქულის გარდაცვალების შემდეგ ლუკიანე იტალიაში სახარებას ქადაგებდა. იმ დროს რომში პეტრე მოციქულის მოწაფე, დიონისე არიოპაგელი ჩავიდა. იგი დაეთანხმა რომის პაპის, წმიდა კლიმენტის თხოვნას და დასავლეთის ქვეყნებში ქრისტიანობის საქადაგებლად წასვლა გადაწყვიტა. დიონისე არიოპაგელი თანამგზავრების ძებნას შეუდგა და ამისათვის რომის პაპმა წმიდა ლუკიანეს მათაურობით მასთან სხვა წმიდა მამები მიავლინა. იტალიიდან წმიდა მქადაგებლები გემით გალიაში გაემგზავრნენ. წმიდა მარკელინი თანმხლებ პირებთან ერთად ესპანეთში დარჩა, წმიდა სატურნინი გალიში, დანარჩენები კი ბელგიისკენ გაემგზავრნენ.

იმ დროს რომის იმპერატორმა დომიციანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და ბრძანა ეწამებინათ ყველა, ვინც კერპს მსხვერპლს არ შეწირავდა. ბელგიაში ამ ბრძანების შესასრულებლად სამი კაცი გაგზავნა.

ამ ქრისტიანთა დევნის დროს ევნენ წმიდანები და მათ თავები მოჰკვეთეს.

დაიბადნენ:

1830 _ დანიელ ჭონქაძე. მწერალი. გარდაიცვალა 1860 წელს.

1851 _ ეკატერინე გაბაშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1938 წელს.

1867 _ კონსტანტინე ბალმონტი, რუსი პოეტი, მთარგმნელი. გარდაიცვალა 1942 წელს.

1897 _ გეორგ ვიტიგი, გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1987 წელს.

1925 _ ოთარ კალანდრიშვილი, მწერალი.

1928 _ რობერტ შეკლი, ამერიკელი მწერალი.

1930 _ ოტია იოსელიანი, მწერალი, გარდაიცვალა 2011 წელს.

1936 _ ვახტანგ მიქელაძე, რეჟისორი.

1941 _ ოთარ ჩუბინაშვილი, ქართველი მუსიკოსი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1464 _ როჯერ ვან დერ ვიდენი, ფლამანდიელი მხატვარი.

1722 _ ჯონ ჩერჩილი, მალბოროს ჰერცოგი, ინგლისის ერთ-ერთი გამოჩენილი სარდალი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი.

1977 _ ვენერ ფონ ბრაუნი, გერმანელი კონსტრუქტორი, შემდგომში ამერიკული კოსმოსური პროგრამის მთავარი კონსტრუქტორი.

მოვლენები:

1967 _ დიდი ბრიტანეთის ხუთმა პარაშუტისტ-ინსტრუქტორებმა განახორციელეს ყველაზე მაღალი ადგილიდან 11 942 მეტრ სიმაღლიდან გადმოხტომა.

2000 _ იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5,7 ბალი იყო.

ღირსსახსოვარი დღეები:

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა _ საერთაშორისო სოლიდარობის დღე

ირლანდია _ დღესასწაული `ბლუმსდეი~

აფრიკელი ბავშვის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი