დღის კალენდარი
დღის კალენდარი - 16 მაისი
წლის 136-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 229 დღე.
წმ. მამაჱ კათალიკოსისა (744); ღირსთა: მიქაელ და არსენ ულუმბოელთა (IX); მოწამეთა: ტიმოთესი და მავრასი (დაახ. 286); ღირსისა პეტრე საკვირველთმოქმედისა, არგოსელი ეპისკოპოსისა (X); ღირსისა თეოდოსისა, კიეველი იღუმენისა (1074).
დაიბადნენ:
1768 _ იოანე ბატონიშვილი, საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი, ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი. გარდაიცვალა 1830 წელს.
1801 — უილიამ სიუარდი, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე, აშშ სახელმწიფო მდივანი 1861-1869 წლებში. მისი ინიციატივით ამერიკამ რუსეთისგან 7 მლნ დოლარად იყიდა ალასკა.
1821 — პაფნუტი ჩებიშევი, რუსი მათემატიკოსი. გარდაიცვალა 1887 წელს.
1866 — ბაჩანა (ნიკოლოზ რაზიკაშვილი). პოეტი, ვაჟა-ფშაველას ძმა. გარდაიცვალა 1928 წელს.
1876 — იაკობ ნიკოლაძე, გამოჩენილი მოქანდაკე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. გარდაიცვალა 1951 წელს.
1887 — იგორ სევერიანინი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1941 წელს.
1914 — ვახტანგ ტაბლიაშვილი, თეატრისა და კინოს რეჟისორი. გარდაიცვალა 2002 წელს.
გარდაიცვალნენ:
1703 — შარლ პერო, ფრანგი მწერალი-მეზღაპრე.
1830 — ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე, ფრანგი მათემატიკოსი.
1947 — ფრედერიკ ჰოპკინსი, ინგლისელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.
1984 — ირვინგ შოუ, ამერიკელი მწერალი.
1997 — ჯუზეპე დე სანტისი, იტალიელი კინორეჟისორი.
მოვლენები:
1703 წელი — დაარსდა სანქტ-პეტერბურგი.
1815 წელი — ვარშავის საჰერცოგო რუსეთს პოლონეთის სამეფოს სახელით შეუერთდა.
1920 წელი — ჟანა დ’არკი ვატიკანმა წმინდანად შერაცხა.
1975 წელი — ევერესტი დაიპყრო პირველმა ქალმა — იაპონელმა იუნკო ტაბენმა.
1992 წელი — ბერლინში გაიმართა გერმანელ-ამერიკელი კინოვარსკვლავის მარლენ დიტრიხის დაკრძალვის ცერემონია.


