უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

16 ნოემბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი -16 ნოემბერი

წლის 321-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 45 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ნიკოლოზისა, ქართველთა მნათობისა, აკოლოთიათა აღმწერელისა (1308); დიდმოწამე გიორგის ტაძრის განახლება ლუდიასა შინა (IV), სადა მდებარე არს პატიოსანი გვამი მისი; მოწამეთა: აკეფსიმე ეპისკოპოსისა, იოსებ ხუცისა და აითალა დიაკონისა (IV); მოწამე მხედართა: ატიკესი, აღაპისა, ევდოქსისა, კატერისა, ისტუკარისა, პაქტოვისა, ნიქტოპოლიონისა და მოყვასთა მათთა (დაახლ. 320); ღირსისა აკეფსიმესი (IV); მართლისა სნანდულიასი (IV).

დაიბადნენ:

1717 _ ჟან ლერონ დ’ალამბერი, ფრანგი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი, ენციკლოპედისტი, გარდაიცვალა 1783 წელს.

1766 _ რუდოლფ კრეიცერი, ფრანგი მევიოლინე, კომპოზიტორი, გარდაიცვალა 1831 წელს.

1854 _ გიორგი ზდანოვიჩი, ქართველი პუბლიცისტი, ეკონომისტი, გარდაიცვალა 1917 წელს.

1873 _ ვილიამ ქრისტოფერ ჰენდი, ამერიკელი კომპოზიტორი, `ბლუზის მამა”, გარდაიცვალა 1958 წელს.

1880 _ ალექსანდრ ბლოკი, რუსი პოეტი, გარდაიცვალა 1921 წელს.

1892 _ კირილე ზდანევიჩი, ქართველი ფერმწერი და ხელოვნების მკვლევარი, გარდაიცვალა 1967 წელს.

1895 _ პაულ ჰინდემითი, გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკის თეორეტიკოსი, დირიჟორი, მევიოლინე. გარდაიცვალა 1963 წელს.

1907 _ პეტრე ამირანაშვილი, ქართველი მომღერალი (ბარიტონი), გარდაიცვალა 1976 წელს.

გარდაიცვალნენ:

1272 _ ჰენრი III, ინგლისის მეფე.

1632 _ გუსტავი II ადოლფი, შვეციის მეფე.

1934 _ კარლ ლინდე, გერმანელი ფიზიკოსი და ინჟინერი, ფილოსოფიის დოქტორი.

1955 _ ელენე დონაური (მარჯანიშვილი), მსახიობი.

1976 _ ალექსანდრე კალანდაძე, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

მოვლენები:

506 წელი _ ქალაქ დვინში ჩატარდა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიების საერთო კრება.

1776 წელი _ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ჩრდილოეთ ამერიკაში ბრიტანეთის ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ვაშინგტონის ფორტი.

1848 წელი _ ლონდონში თავისი უკანასკნელი კონცერტი გამართა დიდმა პოლონელმა კომპოზიტორმა ფრედერიკ შოპენმა.

1855 წელი _ რუსეთის ჯარებმა აიღეს თურქეთის ციხესიმაგრე ყარსი.

1869 წელი _ ოფიციალურად გაიხსნა სუეცის არხი, რომლის მშენებლობაც 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

1877 წელი _ რუსეთისა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო არტანუჯი.

1907 წელი _ ოკლაჰომა ამერიკის 46-ე შტატი გახდა.

1933 წელი _ სსრკ-სა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.

1964 წელი _ ქუვეიტში მიიღეს პირველი კონსტიტუცია.

1965 წელი _ გაუშვეს ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური `ვენერა 3“, რომელიც 1966 წლის 1 მარტს დაეშვა ვენერას ზედაპირზე.

1988 წელი _ პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა სახალხო პარტიამ, ბენაზირ ბჰუტოს ხალმძღვანელობით.

1996 წელი _ დაღესტნის ქალაქ კასპიისკში აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ცხრასართულიანი სახლის ორი სადარბაზო, სადაც ცხოვრობდნენ რუს მესაზღვრეთა ოჯახები. დაიღუპა 68 ადამიანი.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`