უკან

დღის კალენდარი

16 ოქტომბერი, 2017 08:47
font-size

დღის კალენდარი - 16 ოქტომბერი

წლის 290-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 76 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება მღვდელმოწამეებისა: დიონისე არეოპაგელისა — ათენის პირველი ეპისკოპოსისა, რუსტიკე ხუცისა და ელეფთერ დიაკონისა (96); ღირსი იოანე ქოზიბელისა — პალესტინის კესარიის ეპისკოპოსისა (VI); ნეტარი ისიხი ქორებელისა (VI).

წმ.მღვდელმოწამენი: დიონისე არეოპაგელი, ეპისკოპოსი ათენისა, ხუცესი რუსტიკე და დიაკონი ელეფთერი ქრისტეს სარწმუნოებისთვის იქნენ მოკლულნი გალიის ქალაქ ლუტეციაში იმპერატორ დომიციანეს მიერ გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნის დროს.

ღირსმა იოანე ქოზიბელმა, ეპისკოპოსმა პალესტინის კესარიისა, სახელი გაითქვა როგორც მედგარმა მებრძოლმა ევტიქიანურ მწვალებლობასთან და, აგრეთვე, ღვთივბოძებული მადლით წინათგანჭვრეტისა და საკვირველმოქმედისა. იგი დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ბიბაში და ადრეული სიჭაბუკიდანვე სიცოცხლის ბოლომდე იღვწოდა მოსაგრეობდა ფიბეიდის უდაბნოში.

ნეტარი ისიხი ქორებელი, მდუმარი VI საუკუნეში ცხოვრობდა ათონის წმ. მთის ერთ-ერთ მონასტერში.

დაიბადნენ:

1854 _ ოსკარ უაილდი, ინგლისელი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, გარდაიცვალა 1900 წელს.

1896 _ თამარ ჭავჭავაძე, გამოჩენილი მსახიობი, გარდაიცვალა 1968 წელს.

1927 _ გიუნტერ გრასი, გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალნენ:

1774 _ რობერტ ფერგიუსონი, შოტლანდიელი პოეტი, დაიბადა 1750 წელს.

1793 _ მარია ანტუანეტა, საფრანგეთის დედოფალი, დაიბადა 1755 წელს.

1959 – ჯორჯ მარშალი, ამერიკელი გენერალი, 1947 წელს წამოაყენა ომისშემდგომი ევროპის ეკონომიკის აღდგენის პროგრამა – „მარშალის გეგმა“, რისთვისაც 1953 წელს მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

1976 _ ალიო მირცხულავა, პოეტი, დაიბადა 1903 წელს.

მოვლენები:

1757 წელი — ავსტრიის ჯარებმა ბერლინის ოკუპაცია მოახდინეს.

1813 წელი — დაიწყო „ხალხთა ომად“ წოდებული ლაიფციგის ბრძოლა.

1829 წელი — ამერიკაში პირველი ფეშენებელური ოტელი გაიხსნა.

1847 წელი — პირველად დაიბეჭდა შარლოტა ბრონტეს რომანი „ჯეინ ეირი“.

1916 წელი – მოკავშირეთა ჯარებმა ათენი აიღეს.

1916 წელი — ნიუ-იორკში მარგარეტ სენგერმა პირველი სამშობიარო სახლი გახსნა.

1923 წელი — ძმებმა უოლტ და როი დისნეებმა მულტიპლიკაციური ფილმის საწარმოებლად პირველ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

1923 წელი — ჯონ ჰარვუდმა ელექტრონული საათი დააპატენტა.

1964 წელი – ჩინეთმა ბირთვული იარაღი გამოსცადა.

1978 წელი – კრაკოვის არქიეპისკოპოსი კაროლ ვოიტილა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურად აირჩიეს იოანე პავლე მეორის სახელწოდებით. 1542 წლიდან პირველად რომის პაპად არაიტალიელი აირჩიეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

სურსათის საერთაშორისო დღე