უკან

დღის კალენდარი

16 სექტემბერი, 2019 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 16 სექტემბერი

წლის 260-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 106 დღე.

საეკლესიო კალენდარი

მღვდელმოწამისა ანთიმოზისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა, და მისთანა მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა, დოროთსი, მარდონისი, მიგდონისი, პეტრესი, ინდისისა, გორგონისი, ზენონისა, დომნა ქალწულისა და ექვთიმესი და სხვათა (302); ღირსისა თეოქტისტესი, ღირსი ეფთვიმე დიდის თანამზახველისა (467); წმიდისა ფებე დედათდიაკონისა (I); მოწამისა ბასილისა ნიკომიდიელისა ( 309); მღვდელმოწამისა არისტიონისა, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა; იოანიკე II სერბელი პატრიარქისა (1354).

დაიბადნენ:

1387 – ჰენრიხ IV, ინგლისის მეფე, უბადლო მეომარი.

1462 – პიეტრო პომპონაცი, იტალიური აღორძინების ერთ-ერთი წამყვანი ფილოსოფოსი.

1745 – მიხეილ კუტუზოვი, რუსი მხედართმთავარი. გარდაიცვალა 1813 წელს.

1921 – ოთარ ჯაფარიძე, ისტორიკოსი, აკადემიკოსი.

1930 – ნოდარ გურაბანიძე, თეატრმცოდნე, პროფესორი.

1953 – მიკი რურკი, ამერიკელი კინომსახიობი.

გარდაიცვალნენ:

1380 – კარლოს V ბრძენი, საფრანგეთის მეფე.

1498 – ტომაზო ტორკვემადა, ესპანეთის პირველი დიდი ინკვიზიტორი.

1824 – ლუდოვიკო XVIII, საფრანგეთის მეფე.

1911 _ მიხეილ თამარაშვილი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

1932 – რონალდ როსი, ინგლისელი პარაზიტოლოგი.

1977 – მარია კალასი, ოპერის გამოჩენილი მომღერალი.

მოვლენები:

1812 წელი – ხანძარი ნაპოლეონისთვის დატოვებულ მოსკოვში.

1848 წელი – საფრანგეთის ყველა ტერიტორიაზე გაუქმდა მონობა.

1940 წელი – ამერიკაში გამოვიდა კანონი სამხედრო ვალდებულების შესახებ.

1967 წელი – საბჭოთა კავშირმა სემიპალატინსკში ბირთვული გამოცდა ჩაატარა.

1978 წელი – ქალაქ თებესში (ირანი) მომხდარმა მიწისძვრამ 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1987 წელი – მონრეალში 24 ქვეყანას შორის დაიდო ხელშეკრულება ოზონის შრისათვის საშიში ქიმიურ ნივთიერებათა გამოშვების შეწყვეტის შესახებ.

2000 წელი – გაიხსნა ოლიმპიური თამაშები სიდნეიში (ავსტრალია).

ღირსსახსოვარი დღეები

ოზონის ფენის დაცვის საერთაშორისო დღე

მექსიკა — დამოუკიდებლობის დღე

პაპუა-ახალი გვინეა — დამოუკიდებლობის დღე

მალაიზია, სინგაპური _ დამოუკიდებლობის დღე.

უკრაინა – გამომგონებლის დღე.