უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

17 აგვისტო, 2019 10:21
font-size

დღის კალენდარი - 17 აგვისტო

წლის 220-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 146 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამელიხოს, მარტინიანეს, იოანეს, დიონისეს, კონსტანტინეს და ანტონინეს; წმიდა პირველმოწამე ევდოკიასი; წმიდა მოწამე ელეფთერისა; წმიდა მოწამე კოზმანისა.

შვიდი ყრმა ეფესელნი: მაქსიმილიანე, იამელიხო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, კონსტანტინე და ანტონინე III საუკუნეში ცხოვრობდნენ. წმიდა მაქსიმილიანე ქალაქ ეფესოს მმართველი იყო. როდესაც იმპერატორი დეკიუსი ეფესოში ჩავიდა, ყველას კერპების მსახურება მოსთხოვა. მისი ბრძანებით ურჩები სიკვდილით დაისჯებოდნენ. შვიდი ქრისტიანი ყრმა იმპერატორთან დააბეზღეს, მაგრამ იმპერატორმა შეინდო ისინი იმ იმედით, რომ კვლავ წარმართობას დაუბრუნდებოდნენ. ყრმებმა მღვიმეს შეაფარეს თავი, სადაც იმპერატორის ბრძანებით შესასვლელი ამოუქოლეს. უფალმა მათ ორსაუკუნოვანი ძილი მოუვლინა.

წმიდა პირველმოწამე ევდოკია ცხოვრობდა IV საუკუნეში. 9000 ქრისტიანთან ერთად ისიც სპარსეთის შაჰის ტყვეობაში ჩავარდა. ქრისტიანობის გამო ევდოკია დიდხანს აწამეს და თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე ელეფთერი წარმართ იმპერატორთან მსახურობდა. მან ქრისტიანობა მიიღო და მღვიმეს შეაფარა თავი. მისი ადგილსამყოფელი ერთ-ერთმა მსახურმა გასცა. მას ქრისტიანობის დაცვისთვის თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე კოზმანი წარმოშობით ეტოლიელი იყო. ის ათონის მთაზე ფილოთეს მონასტერში ბერად შედგა. შემდეგ კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, სადაც ქრისტიანობას ქადაგებდა.
წმიდა კოზმანმა ღვაწლი მოწამებრივი სიკვდილით დაასრულა.

დაიბადნენ:

1686 — ნიკოლა ანტონიო პორპორა – იტალიელი კომპოზიტორი.

1829 _ ფილიმონ ქორიძე – ქართველი მომღერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი.

1906 — უჩა ჯაფარიძე – ქართველი ფერმწერი.

1911 _ მიხეილ ბოტვინიკი – ცნობილი რუსი მოჭადრაკე.

1930 — ლევან ჭილაშვილი _ პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი. გარდაიცვალა 2004 წელს.

1935 _ ოლეგ ტაბაკოვი _ რუსი მსახიობი.

1937 _ გივი ვაშაკიძე, მხატვარი.

1943 — რობერტ დე ნირო – ამერიკელი მსახიობი.

1946 — ელგუჯა მეძმარიაშვილი – კონსტრუქტორი.

1970 — ჯიმ კურიე – ამერიკელი ჩოგბურთელი.

გარდაიცვალნენ:

1786 — ფრიდრიხ II – პრუსიის მეფე 1740-დან 1760-მდე.

1850 — ჰოსო სან-მარტინი – ხელმძღვანელობდა სამხრეთ ამერიკის თავისუფლებისათვის ბრძოლას.

1987 – რუდოლფ ჰესი – ნაცისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

მოვლენები:

1682 წელი – პეტრე I რუსეთის მეფედ აკურთხეს.

1807 წელი – რობერტ ფულტონმა ორთქლმავალი გამოიგონა.

1836 წელი – ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა დაბადების, ქორწინების და სიკვდილის რეგისტრაციის წესი.

1858 წელი – პირველად დამყარდა სატელეგრაფო კავშირი ევროპასა და ამერიკას შორის.

1915 წელი – ჩარლზ კეტერინგმა დააპატენტა ავტომობილის ელექტროსტარტერი.

1917 წელი – იტალიამ ომი გამოუცხადა გერმანიას და თურქეთს.

1918 წელი – ბრიტანეთის ჯარებმა იერიში მიიტანეს ბაქოზე.

1934 წელი _ თბილისში ამოქმედდა პირველი ავტომატური ტელეფონის სადგური.

1945 წელი – გამოცხადდა ინდონეზიის დამოუკიდებლობა.

1959 წელი – სსრკ-მა და ერაყმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს ერაყში ატომური რეაქტორის მშენებლობის შესახებ.

1960 წელი – მოსკოვში დაიწყო ფრენსი პაუერსის სასამართლო პროცესი.

1962 წელი – „ბითლზების“ შემადგენლობაში პიტ ბესტი შეცვალა რინგო სტარმა.

1978 წელი – მაქსი ანდერსონმა, ბენ არუზომ და ჯერი ნიუმენმა წარმატებით განახორციელეს პირველი ტრანს-ატლანტიკური საჰაერო გადაფრენა აეროსტატით.

1988 წელი – რესპუბლიკურმა პარტიამ ჯორჯ ბუში აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

1998 წელი – რუსეთში ფინანსური კრიზისი დაიწყო.

ღირსსახსოვარი დღეები:

ნორვეგია _ კონსტიტუციის დღე.

არგენტინა – ხოსე მარტინის დღე.

გაბონი – ნაციონალური დღესასწაული.

ინდონეზია – დამოუკიდებლობის დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს