უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

17 აპრილი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი _ 17 აპრილი

წლის 108-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 258 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა იოსებ მგალობელისა (883); ღირსისა გიორგი მალეიელისა (IX); ღირსისა ზოსიმესი (დაახ. 560); მოწამეთა: ფერბუთა ქალწულისა (341-343).

დაიბადნენ:

1812 – ვახტანგ ორბელიანი, ქართველი პოეტი, გარდაიცვალა 1890 წელს.

1818 – შარლ გუნო, ფრანგი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1893 წელს.

1818 – ალექსანდრ მეორე, რუსეთის იმპერატორი. 1861 წელს მან ბატონყმობა გააუქმა (საქართველოში 1864 წელს). ტრაგიკულად დაიღუპა 1885 წელს.

1874 – იუსტინე აბულაძე, ფილოლოგი, რუსთველოლოგი. გარდაიცვალა 1962 წელს.

1895 – აკაკი ხორავა, თეატრისა და კინოს სახელგანთქმული მსახიობი. გარდაიცვალა 1972 წელს.

1897 – ტორნტონ უაილდერი, ამერიკელი მწერალი. გარდაიცვალა 1975 წელს.

1911 – ერვე ბაზენი, ფრანგი მწერალი. გარდაიცვალა 1969 წელს.

1943 – თეიმურაზ ბაკურაძე, კომპოზიტორი.

1947 _ დავით მჭედლური, პოეტი. გარდაიცვალა 2005 წელს.

გარდაიცვალნენ:

1790 – ბენჯამინ ფრანკლინი, ამერიკელი მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე.

1921 – კონსტანტინე (კოტე) ყიფიანი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მთარგმნელი, ლექსიკოგრაფი.

1933 – კონსტანტინე (კოტე) მარჯანიშვილი, დიდი თეატრალური რეჟისორი.

1972 – კავაბატა იასუნარი, იაპონელი მწერალი.

მოვლენები:

1770 წელი – რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა (რუსთა ჯარს სათავეში ედგა გენერალი ტოტლებენი, ხოლო ქართველების ლაშქარს ერეკლე II), ალყა შემოარტყა აწყურის ციხეს. შუაღამისას ტოტლებენმა ჯართან ერთად ჩუმად დატოვა ბანაკი. ქართველთა ლაშქარმა მაინც დაამარცხა თურქები.

1839 წელი – ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ შეიქმნა გვატემალას რესპუბლიკა.

1919 წელი – საფრანგეთში მიღებული იქნა კანონი 8-საათიანი სამუშაო დღის დაწესების შესახებ.

1980 წელი – სამხრეთ როდეზია ზიმბაბვე გახდა.

ღირსსახსოვარი დღეები:

მეხანძრის დღე.

სირია – ნაციონალური დღე.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`