უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

17 იანვარი, 2020 15:07
font-size

დღის კალენდარი _ 17 იანვარი

წლის მე-17 დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 348 დღე.

საეკლესიო კალენდარი

კრება 70-თა მოციქულთა; ღირსთა: ევაგრესი, შიო მღვიმელის მოწაფისა და ელია დიაკონისა, იოანე ზედაზნელის მოწაფისა (VI); ღირსისა თეოქტისტესი, სიკელიის კუკუმოს იღუმენისა, საკვირველთმოქმედისა (+800); ღირსმოწამისა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV); ევსტათი I-ისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (+1279-1286). ღირსისა ტიმოთე მესვეტისა (872), ღირსმოწამე ონოფრე ახლისან (1818)

დაიბადნენ:

1600 — პედრო კალდერონ დე ლა ბარკა, დიდი ესპანელი დრამატურგი. გარდაიცვალა 1681 წელს.

1706 — ბენჯამენ ფრანკლინი, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი. გარდაიცვალა 1790 წელს.

1732 — სტანისლავ II პონიატოვსკი, პოლონეთის უკანასკნელი მეფე.

1847 — ნიკოლაი ჟუკოვსკი, გამოჩენილი რუსი მეცნიერი. გარდაიცვალა 1921 წელს.

1863 — დევიდ ლოიდ ჯორჯი, ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი. გარდაიცვალა 1945 წელს.

1864 _ სერგეი გოროდეცკი, რუსი პოეტი. გარდაიცვალა 1967 წელს.

1880 — დევიდ მაკ სენეტი, ამერიკული კინოს ერთ-ერთი კორიფე.

1896 — ივანე აბაშიძე, ცნობილი მსახიობი. გარდაიცვალა 1937 წელს.

1938 — ალექსანდრე რეხვიაშვილი, კინორეჟისორი.

1961 — მაია ჩიბურდანიძე, მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში.

გარდაიცვალნენ:

1876 — პეტრე ბაგრატიონი, რუსეთში მოღვაწე მეცნიერი.

1869 — ალექსანდრ დარგომიჟსკი, რუსი კომპოზიტორი.

1893 — რატერფორდ ჰეისი, აშშ-ს მე-19 პრეზიდენტი.

მოვლენები:

1773 წელი — კაპიტანმა კუკმა ხომალდით „რეზოლუშენი“ გადალახა სამხრეთ პოლარული წრე.

1833 წელი — სანკტ-პეტერბურგში საქალაქო ფოსტა დაარსდა.

1913 წელი — რაიმონდ პუანკარე საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ _ ბენჯამენ ფრანკლინის დაბადების დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`