უკან

დღის კალენდარი

17 მაისი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 17 მაისი

წლის 128-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 228 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ქალწულმოწამისა პელაგია ტარსიელისა (დაახლ. 290); მღვდელმოწამისა ერაზმისა, თორმიელი ეპისკოპოსისა (303); მღვდელმოწამისა ალვიანესი, ანეელი ეპისკოპოსისა, და მოწაფეთა მისთა (304); მღვდელმოწამისა სილვანესი, ღაზელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 40-თა მოწამეთა (311).

წმიდა ქალწული პელაგია III საუკუნეში ცხოვრობდა, კილიკიის ქალაქ ტარსში. როდესაც მან ქადაგება მოისმინა იესო ქრისტეზე _ ღვთის ძეზე, ირწმუნა იგი და გადაწყვიტა უმანკოება დაეცვა და უფლისთვის მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ პელაგიას პირველივე დანახვაზე გადაწყვიტა ცოლად შეერთო იგი, მაგრამ ქალწულისგან უარი მიიღო. შემდეგ პელაგიამ გადაწყვიტა წასულიყო ტარსის ეპისკოპოსის კლინონის საძებრად და მისგან წმიდა ნათელი მიეღო, რომელიც ქრისტიანთა დევნის გამო მთებში იყო გახიზნული. გამგზავრების წინა ღამეს პელაგიამ სიზმრისეული ჩვენებით იხილა სახე კლინონ ეპისკოპოსისა, რომელიც მას არასოდეს ეხილა. როდესაც პელაგია მის შესახვედრად გაემგზავრა, დანახვისთანავე იცნო მღვდელმთავარი, ფეხთ ჩაუვარდა და მონათვლას ევედრებოდა. ეპისკოპოსის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა, რომელშიც მონათლა კიდეც მან წმიდა პელაგია. როდესაც ამის შესახებ დიოკლიტიანემ შეიტყო, წმიდანი სიკვდილით დასაჯეს. ეს მოხდა 290 წელს. იმპერატორ კონსტანტინეს დროს კი, როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააგეს.

წმიდა ალვიანე ქალაქ ანეას ეპისკოპოსი იყო და თანაგანმგებელი იმპერატორების დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნის დროს ევნო.

წმიდა სილვანი წარმოშობით ქალაქ ღაზის მიდამოებიდან იყო. მან სამღვდელო ღირსება მიიღო და ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს გამოცხადებულ ქრისტიანთა დევნულების დროს წმიდანი სამსჯავროს წარუყენეს და სასტიკად აწამეს. მასთან ერთად მოწამებრივი აღსასრული მიიღო 40-მა წმიდა მოწამემ, რომლებმაც ეპისკოპოსის ქადაგებით ირწმუნეს ქრისტე.

ღირსი ნიკიფორე მონაზონი მოძღვარი იყო წმიდა გრიგოლ პალამასი. წმიდანი ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობდა XIV საუკუნეში.

დაიბადნენ:

1749 _ ედუარდ ჯენერი, ინგლისელი ექიმი, რომელმაც გამოიგონა ვაქცინა შავი ჭირის წინააღმდეგ. გარდაიცვალა 1823 წელს.

1879 _ სიმონ პეტლიურა, უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი. გარდაიცვალა 1926 წელს.

1894 _ ირაკლი გამრეკელი, გამოჩენილი მხატვარი. გარდაიცვალა 1943 წელს.

1897 _ ოლდოს ჰაქსლი, ნორვეგიელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1981 წელს.

1904 _ ჟან გაბენი, დიდი ფრანგი კინომსახიობი. გარდაიცვალა 1976 წელს.

1925 _ ფრიდონ ხალვაში, პოეტი, პროზაიკოსი. გარდაიცვალა 2010 წელს.

გარდაიცვალნენ:

1510 _ სანდრო ბოტიჩელი, აღორძინების ხანის გამოჩენილი იტალიელი მხატვარი.

1838 _ შარლ ტალეირანი, ცნობილი ფრანგი დიპლომატი.

1865 _ მიხეილ შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი.

მოვლენები:

1877 – ქართველთა და რუსთა ჯარმა აიღო არტაანი.

1497 _ ვასკო და გამამ მიაღწია ინდოეთის ნახევარკუნძულს.

1846 _ ბელგიელმა ოსტატმა ადოლფ საქსმა გამოიგონა საქსაფონი.

1865 _ შეიქმნა ელექტრონული კავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირი.

1928 _ ამსტერდამში დაიწყო IX ოლიმპიური თამაშები.

1940 _ ფაშისტთა ჯარებმა დაიკავეს ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი.

1969 _ ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა `ვენერამ” განახორციელა ფრენა პლანეტა ვენერას მიმართულებით.

ღირსსახსოვარი დღეები:

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო დღე

საქართველო - ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე

ნორვეგია _ დამოუკიდებლობის დღე.

ნიგერია _ კონსტიტუციის დღე.

კუბა _ აგრარული რეფორმის დღე.

კანადა _ მოქალაქეობის დღე.

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან