უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

17 ნოემბერი, 2017 09:52
font-size

დღის კალენდარი - 17 ნოემბერი

წლის 322-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 44 დღე.

საეკლესიო კალენდარი

წმიდათა და მართალთა იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა, საკრძალთა თაყვანისცემა. ხსენება ღირსი იოანიკე დიდისა (846); მღვდელმოწამე ნიკანდრესი – მირელი ეპისკოპოსისა და ერმი ხუცისა.

ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა 752 წელს. ის ბავშვობიდანვე ეზიარა ღვთისადმი სიყვარულს. იმ ხანებში იმპერატორ ლევ მეოთხის მრავალრიცხოვანი მსტოვარნი მთელ იმპერიაში აგროვებდნენ საუკეთესო ჭაბუკებს სამხედრო სამსახურისთვის. იმპერატორის ლაშქარში ჭაბუკი იოანიკეც გაიწვიეს, სადაც 6 წელი იმსახურა. როცა ამა ქვეყნისაგან განდგომა დააპირა, განზრახული ჰქონდა უდაბნოში განმარტოება, მაგრამ ბერებმა ურჩიეს ჯერ მონასტერში გაეტარებინა ორიოდე წელი. ამის შემდეგ ის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა. ღირსმა იოანიკემ 70 წელი დაჰყო მკაცრ მონაზვნურ ღვაწლში. წმიდა იოანიკეს წინასწარ ეუწყა მოახლოებული აღსასრული და მშვიდობით ჩაბარდა უფალს 846 წელს.

მღვდელმოწამენი: ნიკანდრე, ეპისკოპოსი მირონისა და ერმი ხუცი უმთავრეს მოციქულ პავლეს თანამოსაგრის — ტიტეს მოწაფენი იყვნენ. დაუღალავი სამწყემსო საქმიანობით წმიდანებმა — ნიკანდრმა და ერმეოსმა მრავალი წარმართი მოაქციეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამისთვის ისინი შეიპყრეს და განსასჯელად ქალაქის თავს ლიბანიოსს მიჰგვარეს. ვერც შეგონებით და ვერც მუქარით ვერ დაითანხმეს ისინი ქრისტესაგან განდგომაზე, რის შემდეგაც სატანჯველს მისცეს: მათ ცხენებს გამობმულთაც დაათრევდნენ, გახურებულ ღუმელშიც ჩააგდეს და რკინის მსხვილი კავებით დაგლიჯეს ხორცი. ბოლოს მტარვალებმა დიდი ლურსმნებით განუმსჭვალეს თავები და გულები, რის შემდეგაც ორმოში ჩამარხეს.

დაიბადნენ

ჩვ. წ. აღ. 9 — ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე, რომის იმპერატორი. გარდაიცვალა 79 წელს.

1503 — აგნოლო ბრონზინო, იტალიელი ფერმწერი, გარდაიცვალა 1572 წელს.

1755 — ლუი XVIII, საფრანგეთის მეფე. გარდაიცვალა 1824 წელს.

1891 — გალაკტიონ ტაბიძე, მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი. გარდაიცვალა 1959 წელს.

1916 — ავგუსტ ვილჰელმ ამბროსი, ავსტრიელი კომპოზიტორი. გარდაიცვალა 1876 წელს.

1926 — კოტე მახარაძე, მსახიობი, გარდაიცვალა 2003 წელს.

გარდაიცვალნენ

375 — ვალენტინ I, რომის პაპი.

1497 — ჯიოვანი მირანდოლა დელა პიკო, იტალიელი ფილოსოფოსი.

1558 — მარია I ტიუდორი, ინგლისის დედოფალი.

1917 — ოგიუსტ როდენი, ფრანგი მოქანდაკე, გრაფიკოსი.

მოვლენები

1558 — ინგლისის კათოლიკე დედოფლის მარია ტიუდორის დასჯის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი პროტესტანტი და — ელიზაბეტ I, მეფე ჰენრიხ VIII-სა და ანა ბოლეინის ქალიშვილი.

1800 — აშშ-ს კონგრესი პირველად შეიკრიბა ვაშინგტონში.

1855 — აფრიკის შოტლანდიელმა მკვლევარმა დევიდ ლივინგსტონმა ევროპელთაგან პირველმა დაინახა ჩანჩქერი მდინარე ზამბეზიზე, რომლის სიმაღლე 120 მეტრია. მან ჩანჩქერს დედოფალ ვიქტორიას სახელი უწოდა.

1869 — გაიხსნა სუეცის არხი.

1913 — პანამის არხში პირველი გემი გავიდა.

1966 — დაფიქსირდა ყველაზე დიდი მეტეორული წვიმა.

1988 — ბენაზირ ბჰუტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი გახდა.

1989 — პოლიციამ პრაღაში მშვიდობიანი დემონსტრაცია დაშალა. დაიწყო „ხავერდოვანი გადატრიალება“.

ღირსახსოვარი დღეები

სტუდენტთა საერთაშორისო დღე.

ზაირი — არმიის დღე.

აზერბაიჯანი — ეროვნული აღორძინების დღე.