უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

17 ოქტომბერი, 2018 10:00
font-size

დღის კალენდარი - 17 ოქტომბერი

წლის 291-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 75 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ხსენება წმიდა მამისა ჩვენისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642). მღვდელმოწამე იეროთეოზისა — ათინელ ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამე პეტრე კაპიტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: გაიოზისა, ფაბსტოსი, ევსევისა და ქერიმონისა (III). მოწამეთა: დომნინასი და ასულთა მისთა, — ვირინეას და პროსკუდიასი (305-306); ღირსი ამონის (დაახლ. 350); ღირსი პავლესი (IV); მოწამე დავიკტისა და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).

წმიდა მღვდელმოწამე იეროთეოზი, ეპისკოპოსი ათენისა ქალაქ ათენის არეოპაგის წევრი იყო და პავლე მოციქულის ქადაგებით მოიქცა ჭეშმარიტ რწმენაზე. საეკლესიო გადმოცემით, წმიდა იეროთეოსი ეპისკოპოს დიონისესთან ერთად ესწრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაკრძალვას. მღვდელმთავარი იეროთეოზი I საუკუნეში აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით.

ღირსი პავლე უბრალო ცხოვრობდა IV საუკუნეში. იგი დაქორწინებული იყო, მაგრამ როცა ცოლის ღალატის შესახებ შეიტყო, დასტოვა იგი და უდაბნოში წავიდა ანტონ დიდთან. მაშინ პავლე უკვე 60 წლისა იყო და დიდმა მოსაგრემ თავდაპირველად არ მიიღო იგი, რადგან უძლურად მიიჩნევდა მას განდეგილი ცხოვრებისათვის. მაგრამ როცა დაინახა, რომ პავლე სამი დღე-ღამის განმავლობაში არ მოსცილებია მის საკანს, მაშინ კი მიიღო იგი წმიდა ანტონმა, თავისთან საკანში მიუჩინა სამყოფელი და დიდხანს გამოსცდიდა მის მოთმინებასა და სიმდაბლეს მძიმე შრომით, მკაცრი მარხვით, ფსალმუნთა დაუღალავი გალობითა და თაყვანისცემის აღსრულებით.

ღირსი პავლე მშვიდობით ჩაბარდა უფალს.

დაიბადნენ:

1760 – კლოდ ანრი დე სენ-სიმონი, ფრანგი, სოციალისტ_უტოპისტი, გარდაიცვალა 1825 წელს.

1838 – პეტრე უმიკაშვილი, საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი, გარდაიცვალა 1904 წელს.

1847 _ გიორგი შერვაშიძე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე. გარდაიცვალა 1918 წელს.

1886 – გიორგი ქუჩიშვილი (ჩხაიძე), მწერალი, გარდაიცვალა 1947 წელს.

1889 – ნიკოლოზ კანდელაკი, მოქანდაკე, თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ-ერთი ფუძემდებელი, გარდაიცვალა 1957 წელს.

1897 – პავლე ფრანგიშვილი, მსახიობი, რეჟისორი, გარდაიცვალა 1966 წელს.

1912 – იოანე პავლე I, რომის პაპი, გარდაიცვალა 1978 წელს.

1921 – გიორგი ტატიშვილი, მსახიობი, გარდაიცვალა 1984 წელს.

1926 – ეთერ კაკაბაძე, მოქანდაკე.

გარდაიცვალნენ:

1744 – ჯუზეპე ანტონიო გვარნერი, იტალიელი ვიოლინოების ოსტატი, დაიბადა 1698 წელს.

1849 – ფრედერიკ შოპენი, პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი, დაიბადა 1810 წელს.

1887 – გუსტავ რობერტ კირხჰოფი, გერმანელი ფიზიკოსი, დაიბადა 1824 წელს.

მოვლენები:

1815 წელი – ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს.

1831 წელი – გაიმართა ფელიქს მენდელსონის პირველი კონცერტის პრემიერა.

1902 წელი – ქალაქ დეტროიტში გამოუშვეს „კადილაკის“ ფირმის პირველი ავტომობილი.

1905 წელი – შეიქმნა რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბირო.

1912 წელი – თურქეთმა ომი გამოუცხადა ბულგარეთსა და სერბიას.

1913 წელი – სერბიის ჯარები შევიდნენ ალბანეთში.

1916 წელი – ჰოლანდიაში ქალებმა ჩაატარეს დემონსტრაცია საარჩევნო უფლებების მოპოვების მოთხოვნით.

1933 წელი – გამოვიდა ჟურნალ „Nეწსწეეკ“-ის პირველი ნომერი.

1933 წელი – ალბერტ აინშტაინი ჩავიდა ნიუ-იორკში როგორც ლტოლვილი ნაცისტური გერმანიიდან.

1956 წელი – დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გახსნა მსოფლიოში პირველი სამრეწველო ატომური ელექტროსადგური „კოლდერ-ჰოლი“ (ჩრდ/დას. ინგლისი).

1957 წელი – ფრანგ მწერალს ალბერტ კამიუს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.

1972 წელი – ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა იუგოსლავიაში. ეს იყო ბრიტანელი მონარქის პირველი ვიზიტი კომუნისტურ ქვეყანაში.

1979 წელი – დედა ტერეზას ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.

1980 წელი – დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II ოფიციალური ვიზიტით ეწვია რომის პაპს.

1983 წელი – ჟერარ დებრეს ნობელის პრემია მიენიჭა ეკონომიკის დარგში.

1984 წელი – რობერტ ბრიუს მერიფილდს ნობელის პრემია მიენიჭა ქიმიის დარგში.

1985 წელი – ფრანგ მწერალს კლოდ სიმონს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.

1986 წელი – იცხაკ რაბინმა ჩამოაყალიბა ისრაელის მთავრობა.

1989 წელი – სან-ფრანცისკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 273 ადამიანი დაიღუპა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`