უკან

დღის კალენდარი

17 თებერვალი, 2017 00:00
font-size

დღის კალენდარი _ 17 თებერვალი

წლის 48-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 317 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ევაგრესი, ციხედიდის მთავარყოფილისა, ღირსისა შიო მღვიმელის თანამოღვაწისა (VI); ღირსისა ისიდორე პელუსიელისა (დაახლ. 436-440); მღვდელმოწამისა აბრაამისა, არვილელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 344-347); ღირსისა ნიკოლოზ აღმსარებლისა, სტუდიელი იღუმენისა (868); ღირსისა იოანესი, ირინოპოლელი ეპისკოპოსისა ( კილიკია) (IV); მოწამისა თეოქტისტესი; ღირსისა იასიმოს სასწაულმოქმედისა; მოწამისა იოსებ ხალეპელისა (1686).

დაიბადნენ:

1723 — თობიას იოჰან მაიერი, გერმანელი ასტრონომი, მთვარის მოძრაობის თეორიის შემქმნელი, გარდაიცვალა 1762 წელს.

1766 — თომას რობერტ მალთუსი, ინგლისელი ეკონომისტი, „ადამიანთა აბსოლუტური სიჭარბის“ თეორიის ავტორი.

1859 _ ეგნატე ნინოშვილი, მწერალი. გარდაიცვალა 1894 წელს.

1867 — პიოტრ შმიდტი, მეფის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ლეიტენანტი, კრეისერ „ოჩაკოვზე“ აჯანყების ხელმძღვანელი, დახვრიტეს 1906 წელს.

1888 — ოტო შტერნი, გერმანელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, გარდაიცვალა 1969 წელს.

1896 _ ლუარსაბ კარბელაშვილი, ეკონომისტი, პროფესორი, ეკონომისტთა შორის მას ერთ-ერთ პირველთაგანს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. გარდაიცვალა 1973 წელს.

1963 — მაიკლ ჯორდანი, ყველა დროის უდიდესი კალათბურთელი.

გარდაიცვალნენ:

1600 — ჯორდანო ბრუნო, იტალიელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, ინკვიზიციის განაჩენით კოცონზე დაწვეს. დაიბადა 1548 წელს.

1673 — ჟან ბატისტ მოლიერი, გამოჩენილი ფრანგი დრამატურგი.

1788 — მორის დე ლა ტური, მე-18 საუკუნის ფრანგი მხატვარი.

1856 — ჰაინრიხ ჰაინე, გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი.

მოვლენები:

1795 — ჩესტერის (ინგლისი) მცხოვრებმა თომას სედალმა საკუთარ ბაღში გიგანტური — 8,3 კგ-იანი კარტოფილი ამოთხარა.

1852 — სანკტ-პეტერბურგში გაიხსნა ერმიტაჟი.

1863 — ჟენევაში დაარსდა სამხედრო ტყვეების, ავადმყოფებისა და დაჭრილების დახმარების ორგანიზაცია, შემდგომში — საერთაშორისო წითელი ჯვრის სახელით ცნობილი.

1869 — სუეცის არხში პირველმა გემმა გაიარა.

1870 — მისისიპი გახდა აშშ მე-9 შტატი.

1876 — მენის შტატის მოქალაქემ ჯულიუს ვოლფმა დაამზადა თევზის (სარდინის) პირველი კონსერვი.

1878 — სან-ფრანცისკოში გაიხსნა 18-ნომრიანი პირველი სატელეფონო სადგური.

1947 — „ამერიკის ხმამ“ დაიწყო მაუწყებლობა საბჭოთა კავშირზე.

1969 — ფიცი დადო ისრაელის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა გოლდა მეირმა.

სურათზე: ეგნატე ნინოშვილი, მწერალი.